თავდგირიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ალი-ფაშა თავდგირიძე: clean up, replaced: წარსდგა → წარდგა using AWB
ხაზი 47:
 
==ჰასან-ბეგ თავდგირიძე==
ჰასან-ბეგ თავდგირიძე იყო წარმოსადეგი, მოხდენილი კაცი. მისი მამა იყო მემედი, რომელიც ოსმალეთის მიერ დანიშნული იყო ქობულეთის სანჯაყის მმართველად. მფარველობდა ტყვეებით მოვაჭრეებს. ოსმალეთის ხელისუფლებამ ის გადააყენა და მის ადგილას დანიშნა ჰასან-ბეგი. ჰასან-ბგ თავდგირიძის ძმები იყვნენ საულ-ბეგი, ჰუსეინ-ბეგი და ისმალ ბეგი; ბიძები: ასლან და საიდა ბეგები. ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლებამ ქობულეთისიმავე მხარემიზეზით ჩამოართვაგადააყენა ჰასან-ბეგსჰასანი, დარის გამოც მამაისი ქობულეთის სანჯაყი მის ძმას, სულეიმან ბეგს მისცა. ჰასან-ბეგიბეგს ტყვეთა სყიდვის არეალი შეუზღუდა [[გურიის სამთავრო]]ს გაუქმებამ და მისმა შესვლამ რუსეთის იმპერიაში. ამიტომ ის აქტიურად ჩაერთო 1841 წლის [[გურიის აჯანყება]]ში საწყის ეტაპზე რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ, ერთ-ერთი ვერსიით, [[ქრთამი]]ს სანაცვლოდ, მიატოვა აჯანყებულები. მონაწილეობდა 1853-1856 წლებში ყირიმის ომში, გურიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. წარმატების შემთხვევაში მას ფაშის ტიტულის მიღებაზე ექნებოდა პრეტენზია. მოკლეს ომის დროს, 1854 წელს, [[ნიგოითის ბრძოლა]]ში. მასზე შექმნილია სიმღერა „[[ხასანბეგურა]]“.
 
1877-1878 წლებში ბათუმის მუთესარიფი იყო ოსმან-ფაშა, „აჭარელ ოსმალ-ფაშად“ წოდებული, რომელიც 1878 წელს თურქეთში გადასახლდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავდგირიძეები“-დან