|
|
[[სურათი:200px-Pearls.jpg|thumb|right|იაპონური მარგალიტი]]
'''მარგალიტი''' ([[ბერძნული ენა | ბერძ.]] Margaritēs), მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი [[მოლუსკი|მოლუსკის]] (ზღვის -— გვარი Pinctada ან მტკნარი წყლის -— გვარი Margaritifera) სხეულში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტის და სხვა ნამცეცების გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO<sub>3</sub> არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგარიტი ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგარიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის.
''ზღვის'' მარგალიტი არის [[წითელი ზღვა|წითელ ზღვაში]], [[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურეში]], [[შრი-ლანკა|შრი-ლანკის]], [[ავსტრალია|ავსტრალიის]], [[იაპონია|იაპონიის]] და [[ვენესუელა|ვენესუელის]] ნაპირებთან. იაპონიაში მარგალიტის მოლუსკების ხელოვნურ მოშენებასაც მისდევენ. ''მტკნარი წყლის'' მარგალიტი მოიპოვება ყოფილ [[სსრკ]]-ის ტერიტორიაზე, [[შოტლანდია|შოტლანდიაში]], [[გერმანია|გერმანიაში]], [[ჩინეთი|ჩინეთსა]] და [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]].
{{მინერალი}}
[[კატეგორია:ძვირფასი ქვებითვლები]]
[[ar:لؤلؤ]]
|