გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.220.43-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 9:
[[1727]] მეფე [[იესე|იესეს]] გარდაცვალების შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე საგამგეო ერთეულად (სანჯაყად) დაყვეს. ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე [[ლეკები|ლეკ]] ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობდა მიეღო ოსმალების ექსპედიციებში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა.
 
თამაზ-ყული-ხანის (შემდეგში ნადირშაჰი) ამიერკავკასიაში მოსვლის შემდეგ, [[1734]] წელს ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეობდა თბილისიდან ოსმალების განდევნაში. თუმცა ქართველთა ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, ნადირ-შაჰს არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტიანული საქართველოს აღდგენის იდეა. ამიტომ მან დააპატიმრა ამილახვარი და სხვა ქართველი პატრიოტები ([[თეიმურაზ II]], [[ანდრონიკაშვილი, აბელ|აბელ ანდრონიკაშვილი]], მამუკა მუხრანბატონი, ქაიხოსრო ავალიშვილი, [[აბაშიძე, ვახუშტი|ვახუშტი აბაშიძე]]). მალე ისინი ტყვეობიდან გაიქცნენ. [[1736]] ამილახვარი [[შანშე ქსნის ერისთავი|შანშე ქსნის ერისთავსა]] და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს ამილახვარი, ბრძოლას შანშე ქსნის ერისთავი განაგრძობდა.
 
[[1737]] ნადირ-შაჰმა ამილახვარი და სხვა დაპატიმრებული [[ქართველები]] ავღანეთის ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თავი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დაღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველობისათვის, ამიტომ ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ამილახვარს გადასცეს.
 
[[1741]] შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა და ქსნის ერისთავობა. შემდეგ ამილახვარი მონაწილეობდა ნადირ-შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში. მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, ბაგრატიონთა კახური შტოს ([[თეიმურაზ II]]) დაწინაურებამ ქართლში, მეორე მხრით, ნადირ-შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ, და [[1742]] იგი სათავეში ჩაუდგა [[ქართლის აჯანყება 1742-1745|ქართლის აჯანყებას]] ირანელთა უღლის წინააღმდეგ. [[1744]] წელს [[აჩაბეთის ბრძოლა 1744|აჩაბეთის ბრძოლაში]] ამილახვარი დამარცხდა და [[1745]] წელს იძულებული გახდა დანებებოდა თეიმურაზ II-ს. დამარცხებული ამილახვარი ისპაჰანში გაგზავნეს. აქ ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, მიიღო შაჰ-ყული-ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა, იყო მაზანდარანის და გულისტანის პროვინციის მმართველი. [[1747]] ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა „ურჩი“ [[თეიმურაზ II]] და [[ერეკლე II]] და ამილახვარს დაავალა 30 ათასი კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა. [[1749]] ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები,ხელში ჩაიგდო ირანის შაჰის საგანძური, შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა [[საქართველო|საქართველოსკენ]]. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არაერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში, დიდი ფინანსური, მორალური და სამხედრო დახმარება გაუწია თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.
 
==ლიტერატურა==