ელეანორა პორტუგალიელი (სრი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
 
== იმპერატრიცა ==
[[ფაილი:Frederick III and Eleanor of Portugal.jpg|მარცხნივ|მინი|246x246პქ|იმპერატორი ფრიდრიხ III და იმპერატრიცა ელეანორა ავსტრიელიპორტუგალიელი]]
ელეანორისათვის საქმროს შერჩევა მამიდამისს, [[ისაბელ პორტუგალიელი (1397-1471)|ისაბელა პორტუგალიელს]] დაევალა. მას ხელი სთხოვა არაგონისა და ნეაპოლის მეფე [[ალფონსო V (არაგონი)|ალფონსო V]]-მ, თუმცა დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო უარი უთხრეს. ელეანორი მალე დანიშნეს საფრანგეთის მეფე [[შარლ VII (საფრანგეთი)|შარლ VII-ის]] უფროსი ვაჟის, საფრანგეთის დოფინის ლუი დე ვალუას საცოლედ, თუმცა მას შემდეგ რაც ელეანორის ხელი საღვთო რომის იმპერატორ [[ფრიდრიხ III (სრი)|ფრიდრიხ III]]-მ ითხოვა, ფრანგებთან ნიშნობა გაუქმდა. საქორწინო მოლაპარაკებები 1451 წელს შედგა ნეაპოლში. შეთანხმების მიხედვით ელეანორა საქმროსთან შესახვედრად გემით უნდა წასულიყო. ამ პერიოდში ხმელთაშუა ზღვაზე მეკობრეები თარეშობდნენ და ზღვაზე გადაადგილების ყველას ეშინოდა. მალე გავრცელდა ჭორები, რომ ელეანორი მეკობრეებმა მოიტაცეს, თუმცა სიცრუე აღმოჩნდა. ელეანორა და ფრიდრიხი ერთმანეთს ქალაქ [[სიენა]]ში შეხვდნენ. საქორწინო ცერემონიალი ქალაქ [[რომი|რომში]] ჩატარდა, ხოლო საზეიმო ღონისძიებები ნეაპოლის მეფის ორგანიზებული იყო.