კარიკატურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
 
[[ფაილი:Http://www.museehistoirevivante.fr/IMG/jpg/collection revolution 08.jpg|მინი|ფრანგულ გადატრიალებასთან დაკავშირებით მოსახლეობის გადაადგილება და რეაბილიტაცია]]
'''კარიკატურა''' — (იტალიურად calicatura < caricare — ზედმეტად დატვირთვა, გადაჭარბება, გაზვიადება), [[სახვითი ხელოვნება|სახვითი ხელოვნების ჟანრი]] (უმთვრესად გრაფიკული), [[მხატვრული ტიპიზაცია|მხატვრული ტიპიზაცი]]ის საშვალება, რომელშიც კრიტიკული მიზანდასახულობისთვის, ცხოვრებისეული მოვლენების ან პირვნების ნეგატიური მხარეების საჩვენებლად გამოყენებულია შარჟის და [[გროტესკი]]ს ხერხები. ფართო გაგებით კარიკატურა არის გამოსახულება, რომლშიც შეგნებულადაა შექმნილი კომპოზიციური ეფექტი, გაერთიანებულია რეალური და ფანსასტიკური, გადაჭარბებული სიმძაფრით არის გადმოცემული ადამიანის ფიგურის, სახის, ჩაცმულობის, ქცევისა და სხვა სახასიათო ნიშნები. კარიკატურის ჟანრის ჩასახვა დაკავშირებულია [[1524]]-[[1526]] წლებში [[გლეხთა ომი გერმანიაში|გლეხთა ომთან გერმანიაში]], რეფორმმაციასთან, [[XVI საუკუნე|XVI]]—[[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნების [[ბურჟული რეულუციები ნიდერლანდებში|ბურჟულ რეულუციებთან ნიდერლანდებში]], ინგლისსა და საფრანგეთში. კარიკატურის ტექნიკა მჭიდროდაა დაკავშირებული გრაფიკის მრავალტირაჟიან სახეებთან – [[ქსილოგრაფია|ქსილოგრაფიასთან]], ოფორტთან, [[ლითოგრაფია]]სთან. კარიკატურა სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი, მისაწვდომი ჟანრია, იგი თავის ეპოქის ხელოვნურ იდეურ-მხატვრულ და სტილისტურ ნიშნებს ატარებს. მაგალითად კლასიციზმის პრინციპები შეიმჩნევა XVIII საუკუნის დასასრულს და XIX საუკუნის დასაწყის მრავალ კალიკატურაში, მოდერნის სტილის ზეგავლენა-[[XIX საუკუნე|XIX]]-[[XX საუკუნე|XX]] საუკუნების მიჯნაზე შექმნილი კარიკატურებში, [[ექსპრესიონიზმი|ექსპრესიონიზმ]]თან კავშირი - [[1910]]-[[1920]] წლებში გერმანის კარიკატურებში. ამასთან, კარიკატურა წარმოადგენს თავის ეპოქის ხელოვნების იმ მხარეებს, რომლებშიც უშვალო კავშირში არის ყველაზე მტკინვეული სოციალური საკითხებთან. [[XVIII საუკუნის I ნახევარი|XVIII საუკუნის I ნახევარში]] ჰოუგართის გრავიურებში, რომლებშიც ავტორი დასცინოდა მაშინდელ ინგლისურ საზოგადოებას, ჩაისახა კალიკატურის, როგრც ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, სისტემატიური განვითარების გზა. XVIII საუკუნის დასასრულს და XIX საუკუნის დასაწყის [[გრაფიკოს-კარიკატურისტები|გრაფიკოს-კარიკატურისტებმა]] ჯ. გილრეიმ, ტ. როულენდსონმა, ჯ. კრუკშაკმა გამოიმუშავეს კარიკატურის საკუთარი ტიპი: მათ ჟანრული სცენები გადააქციეს განსაკუთრებულ თეატრალურ სანახაობა, რომელშიც გაშიშვლებული იყო სინამდვილის მახინჯი მხარეები. ინგლისური კარიკატურის სოციალური პათოსი ვერ გასცდა "პარლამენტურ ოპოზიციონერობას", მაგრამ მასში ჩამოყალიბდა ევრიპული კარიკატურის შემოქმედებითი ხერხები, აგრეთვე განისაზღვრა კარიკატურის სპეციფიკური თვისება - ყველა საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ამბავზე და საერთაშორისო პოლიტიკის მოვლენაზე ოპერატული გამოხმაურება. ასეთია: [[საფრანგეთის დიდი რევოლუცია|საფრანგეთის დიდი რევოლუცი]]ის ხანის კარიკატურები, ინგლისურ "ანტინაპოლეონური ფურცლები", რუსული სატირული "ხალხური სურათები", რომლებიც მიმართული იყო რუსული თავადაზნაურობის ფრანგომანიის წინაღმდეგ; აგრეთვე ფრანგი გოიას მხატვრულად სრულყოფილი და სატირულად ძლიერი იფორტები, რომლებშიც გაკიცხულია ესპანელის შავბნელი რეაქცია და ფრანგი დამყრობლების სისასტიკე. XIX საუკუნის პროგრესული კარიკატურა დიდ ყურადღებას უთმობდა კრიტიკულ რეალიზმის ძირითად თემას- პიროვნების უფლებებისა და ღირსების დაცვას კაპიტალის ბატონობის პირობებში. ანტიბურჟუალური პათოსითაა გასჭვალული დიდი ფრანგი მხატვრის ო.დომესის და [[1871]] წლის პარიზის კომუნის კალიკატურები. ცენზურული შეზღუდვის პერიოდებში სოციალური სატირა ხშირა გამოდიოდა ყოფითი კარიკატურის სახით, რომლის ფარული აზრი ხშირად ტექსტში იყო მინიშნებული. კარიკატურის ეს სახე XIX საუკუნის შუა წლებიდან რუსულ სატირულ ჟურნალებს: "ისკრა", "გუდოკი" და სხვას ახასიათებდა. კარიკატურის ერთ-ერთი ყველაზე მოქმედი და გამომსახველ ხერხად იქცა "სოციალური ნიღბის" ხერხი. მეფისა და მისი მხლებლების სატირის სოციალური ნიღბები იქმნება 1905-1907 წლებში რუსულ პოლიტიკურ გრაფიკაში. XX საუკუნის კარიკატურამ გამოხატა საზოგადოებრივი ძალების რთული დამოკიდებულებანი. სოციალურ იდეებით განიმსჭვალა ოქტომბრის რევულუციამდელი ბოლშევიკური გაზეთის "პრავდის" კალიკატურები. ემოციურ სიმძაფრეს მიაღწია [[ანტიმილიტარისტული კალიკატურები|ანტიმილიტარისტულმა კალიკატურებმა]]. კარიკატურის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ფ. მაზერელის პოლიტიკურ გრაფიკამ. [[1910]]-[[1920]]-იან წლებში პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის გამწვავებასთან დაკავშირებით მოწინავე კარიკატურისტებმა თავიანთი შემოქმედება დაუკავშირეს მუშურ და კომუნისტურ გაზეთებს. 1930-იან წლებიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ანტიფაშისტური კარიკატურა. ომის შემდეგ სახელი გაითქვეს პროგრესულ კარიკატურისტებმა: ჟ. ეფელმა, ლ. მიტერბერმა, ჰ. ბიდსტრუპმა. საბჭოთა ხელისუფლების პირველი წლებიდანვე კარიკატურა საბჭოთა აგიტაციური-მასობრივი ხელოვნების შემადგენელი ნაწილი გახდა. მას ახასიათებდა [[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუცია]] და სოციალიზმის მტრების წინაღმდეგ მიმართული კრიტიკული პათოსი. საბჭოთა კარიკატურის ოსტატთაგან აღსანიშანავია დ. მოორი, ვ. ლებედევი, კ. როტოვი, კუკრინიქსები და სხვა.რევულუციამდელი ქართული კარიკატურის განვითარება დაკავშრებულია ჟურნალ "ცნობის ფურცელთან", რომელშიც ქართველი კალიკატურისტები ხშირად ათავსებდნენ თავიანთ ნამუშევრებს.სატირული გრაფიკის განვითარება [[1930|1930-იან]] წლებში დაკავშირებული გუროს და დონის სახელებთან. კარიკატურის შემდგომ განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანა ჟურნალ "ნიანგმა". კარიკტურის ჟანრში წარმატებით მუშაობენ: გ.ლომიძე, ა.კანდელაკი, ი.ქოქიაშვილი, ჯ. ლოლუა, გ.ფირცხალავა, დ.ერისთავი, ზ.ნიჟარაძე, მ.ბერძენიშვილი, ნ.მალაზონია, ზ.ლეჟავა, ზ. ფოჩხიძე, დ.ზარაშვილი და სხვა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარიკატურა“-დან