გონიოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხმარებლის 178.134.41.197 ცვლილებების გაუქმება (№3463626))
იარლიყი: გაუქმება
გონიოს ციხე ფორმით სწორკუთხედია; მისი სიგრძე 228 მეტრი, ხოლო სიგანე 195 მეტრია. ციხის ფართობი 44.460 კვ. მ. უდრის. გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია.
 
გონიაგონიო რთული ნაგებობაა თავისი კოშკებით და მინაშენ-დანაშენებით. ციხემ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღდგენა-რესტავრაცია განუცდია. გალავნის კედლებში აშკარად გამოიყოფა მშენებლობის რამდენიმე ფენა. მათგან უძველესია სწორხაზოვანი ნაწყობი დიდი და ფაქიზად გათლილი კვადრები, ხოლო უახლესი — კედლების ზემო ნაწილში რიყის ქვის ფენა (უსწორმასწორო წყობა). ეს უკანასკნელი XVI საუკუნის შუახანით თარიღდება, როდესაც როგორც წყაროები გვამცნობენ, ოსმალებმა „აღაშენეს“ (ე. ი. დააშენეს) ახლად მიტაცებული გონია.
 
რაც შეეხება ციხის უძველეს ფენას, იგი ბუმბერაზული თლილი ლოდებით არის ნაშენი. ხშირია ერთი მეტრის სისქის ლოდები, რომელთაც საშუალოდ 80 სმ. სიმაღლე აქვთ, სისქე კი 70 სმ. კედლების ეს ქვემო ნაწილი ყველაზე ძველია. მისი სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, შვიდი მეტრი. ამ კედლის სისქე ზემო ნაწილში მეტრნახევარია. არქეოლოგიური მასალებისა და ბერძნულ-რომაულ მწერლობაში დაცული ცნობების მიხედვით წინაფეოდალური ხანით თარიღდება.
ანონიმური მომხმარებელი