საქართველო IX-X საუკუნეებში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: შეცვლილია
ხაზი 13:
[[სურათი:Shattering isochamend.png|thumb|left|300px|ერთიანი არაბული სახალიფოს დაშლა სხვადასხვა სახელმწიფოდ 950.]]
[[სურათი:Byzantine-Arab Wars (867 - 1045).PNG|thumb|left|300px|ბიზანტიის გაძლიერება. ბიზანტიის და არაბების ომები]]
საქართველოს გაერთიანება აუცილებლობას წარმოადგენდა. უპირველესად ეს იყო საგარეო ფაქტორი. მრავალრიცხოვან მტრისგან თავის დასაცავად. მართალია ამ პერიოდში სახალიფო დასუსტებული იყო, მაგრამ მას მაინც შესწევდა იმდენი ძალა საქართველოსთვის დარტყმა მიეყენებია. სახალიფოსგან განსხვავებით ძლიერდება [[ბიზანტიის იმპერია]], რომელიც ცდილობს დაკარგული გავლენის აღდგენას. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მოითხოვს ერითიანი მონარქიის შექმნას. რაც მთავარია საზოგადოების ყველა ფენის ინტერესებში შედიოდა საქართველოს გაერთიანება. ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის ძალზედ მძიმე იყო.
 
აშოტ ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ, ტაო-კლარჯეთმა ვერ შესძლო ქართლის შენარჩუნება და ეს ტერიტორია კვლავ არაბებს დაუბრუნდა. ამ პერიოდისთვის სახალიფოში ძალზედ მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, სახალიფოს ცალკეულ პროვინციებში აჯანყებები იმართებოდა, ხალიფას აღარ ემორჩილებოდნენ ადგილობრივი ამირები. ამ გზას დაადგა თბილისის ამირებიც, მათგან ყველაზე ცნობილი ამირა [[საჰაკი]], 23 წლის მანძილზე მართავდა თბილისს. [[IX საუკუნე|IX]] საუკუნის შუა ხანებში არაბთა წინააღმდეგ [[სომხეთი|სომხეთში]] დიდი აჯანყება დაიწყო. აჯანყების ჩასახშობად, საჰაკის დასამორეჩილებლად და საერთოდ [[კავკასია]]ში გავლენის განსამტკიცებლად, სახალიფომ [[ბუღა თურქის შემოსევა|ბუღა თურქი]] გამოგზავნა. ბუღა თურქი სასტიკად გაუსწორდა [[სომხები|სომხებს]] და თბილისისკენ დაიძრა. მან საჰაკს ელჩი გაუგზავნა და დამორჩილება შესთავაზა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ბუღა საქართველოში შემოვიდა და თბილისს ალყა შემოარტყა, მის მოკავშირედ გვევლინება ბაგრატ აშოტის ძე. ბაგრატი არაბების საშუალებით ცდილობდა მისი მდგომარეობის განმტკიცებას. მისი უმცროსი ძმა [[გვარამ მამფალი]] კი არაბების წინააღმდეგ გამოვიდა. ბუღა თურქის წინააღმდეგ მოქმედებდა კახეთის ქორეპისკოპოსიც და აფხაზეთის მეფეც. [[853]] წლის [[3 აგვისტო]]ს ბუღამ თბილისი აიღო და გადაწვა. საჰაკის მოკვეთილი თავი კი ხალიფას გაუგზავნა. თბილისის აღების შემდეგ ბუღა თურქმა მისი სარდალი [[ზირაქი]] გაგზავნა აფხაზთა მეფის წინააღმდეგ. ზირაქი დამარცხდა და უკან დაიხია. სწორედ ზირაქმა დაატყვევა ქართველი დიდაზნაური [[კონსტანტი კახი|კონსტანტი-კახი]]. მან უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე, რისთვისაც ის სიკვდილით დასაჯეს.
 
[[914]] წელს საქართველოში შემოიჭრა სამხრეთ აზერბაიჯანის ამირა [[აბულ კასიმი|აბულ-კასიმი]]. ის ჯერ თბილისს მოადგა შემდეგ გადავიდა კახეთში. აბულ კასიმმა ააოხრა ქართლიც და სამცხეც. აბულ კასიმი იყო ბოლო არაბი სარდალი, რომელიც საქართველოში შემოვიდა. საქართველოში უკვე არაბთა მმართველობის აღდგენა შეუძლებელი გახდა.
 
საქართველოს გაერთიანებას ხელს უშლიდა ბიზანტია. [[ბიზანტიის იმპერატორების სია|ბიზანტიის იმპერატორები]] ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლებს შორის შუღლს აგდებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ დაესუსტებინათ ქართველთა სამეფო. თუ საშუალება მიეცემოდა ბიზანტია აქტიურად ერეოდა აფხაზეთის სამეფოს საქმეებშიც.
 
ალაჰაკმაააააააააალ
IX საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერიის ტახტს, [[ბასილი I (ბიზანტია)|ბასილ I]] იკავებს. მან ჩაუყარა საფუძველი [[მაკედონელთა დინასტია|მაკედონურ დინასტია]]ს. ამ პერიოდიდან იწყება ბიზანტიის სიძლიერის განახლება. თუ ბიზანტია აშოტ დიდის დროს ხელს უწყობდა [[ტაო-კლარჯეთის სამეფო]]ს გაძლიერებას, არაბებთან საბრძოლველად, მას შემდეგ, რაც არაბთა სახალიფო დასუსტდა, ბიზანტიისთვის მიუღებელი გახდა ქართული სამეფო სამთავროების გაძლიერება და საქართველოს გაერთიანება.
 
საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის წარმოებულ ბრძოლებში ხშირად ერეოდნენ სომხური სამეფოებიც. მათ მოახერხეს მიეტაცებინათ, ქვემო ქართლის ნაწილი. ამ ტერიტორიაზე [[X საუკუნე|X საუკუნის]] მეორე ნახევარში შეიქმნა [[ლორე-ტაშირის სამეფო]], რომლის ცენტრი [[სამშვილდე (ციხე-ქალაქი)|სამშვილდე]] იყო.
 
ტაო-კლარჯეთის დასუსტების შემდეგ ერთი პერიოდი გაძლიერდა კახეთის საქორეპისკოპოსო, მაგრამ უკვე [[X საუკუნე|X საუკუნის]] დასაწყისიდან უპირატესობას აფხაზთა სამეფო იგდებს ხელთ. აფხაზთა მეფემ [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინე III-მ]] დაიკავა შიდა ქართლის ნაწილი და აქ თავისი ერისთავი დანიშნა. მანვე კახეთის ქორეპისკოპოსთან ერთად ილაშქრა ჰერეთში, დაამარცხა ჰერეთის მეფე და ციხეები დაიკავა. კიდევ უფრო გაძლიერდა აფხაზთა სამეფო [[გიორგი II (აფხაზთა მეფე)|გიორგი II-ის]] მმართველობის დროს ([[922]]-[[957]] წწ.). ქართლის აზნაურებმა გიორგი II-ს მისი ძე კონსტანტინე აუჯანყეს, რომელიც მეფეს ქართლის ერისმთავრად ჰყავდა დანიშნული. მეფემ დაამარცხა განმდგარი შვილი და კიდევ უფრო დაიმორჩილა შიდა ქართლი. ამის შემდეგ გიორგი II-მ კახეთის ქორეპისკოპოსს შეუტია. ქორეპისკოპოსმა მორჩილება გამოუცხადა გიორგი II-ს, თუმცა როგორც კი ის დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, ქართლის აზნაურების წაქეზებით ის კვლავ განუდგა აფხაზთა მეფეს. შიდა ქართლის აზნაურებს არ სურდათ დამორჩილებოდნენ მეფის მტკიცე ხელისუფლებას, მათ სურდათ თვითონ ემართად სამეფო. მათ ამჯერადაც მარცხი განიცადეს. აფხაზეთს ქართლი მტკიცეთ ჰქონდათ დამორჩილებული და დათმობას არ აპირებდნენ. გიორგი II-მ კახეთის წინააღმდეგ ბრძოლა თავის შვილ [[ლეონ III (აფხაზეთი)|ლეონს]] დაავალა.
 
გიორგი II-ს გარდაცვალების შემდეგ მეფე გახდა ლეონი. ლეონის მმართველობის დროს აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში [[ჯავახეთი]]ც შევიდა. ამ დროისთვის აფხაზეთი ყველაზე ძლიერი იყო ქართულ სამეფო სამთავროებს შორის. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც აფხაზთა სამეფო ტახტი გიორგი II-ის ძემ [[თეოდოს III|თეოდოსმა]] დაიკავცა. თეოდოსი თავის დროზე აუჯანყდა თავის ძმას დემეტრს და სამეფო ტახტის დაკავება მოინდომა. აჯანყებული თეოდოსი შეიპყრეს და თვალები დასთხარეს. [[975]] წელს თეოდოსი ტახტზე ავიდა, რადგან სხვა კანონიერი მემკვიდრე აღარ იყო. ცხადი იყო, რომ მას ქვეყნის მართვა მტკიცედ არ შეეძლო. ამით ისარგებლა კახეთის ქორეპისკოპოსმა და ქართლის დაკავებას შეეცადა. კახელებმა ქართლში ილაშქრეს და [[უფლისციხე]] დაიკავეს.
 
[[კატეგორია:საქართველოს სამეფო-სამთავროები|სამეფო-სამთავროების]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია საუკუნეების მიხედვით|IX-X]]