კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი''', უწყვეტი ქედი, [[კავ...
(განსხვავება არ არის)

21:48, 10 დეკემბერი 2007-ის ვერსია

კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, უწყვეტი ქედი, კავკასიონის სისტემის ოროჰიდროგრაფიული ღერძი, რომელიც ყოფს ჩრდილო კავკასიისა და ამიერკავკასიის მდინარეთა აუზებს. უმაღლესი მწვერვალია შხარა (5058 მ). მდინარე ბელაიის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) სათავეებსა და ადაი-ხოხის მთათა ჯგუფს შორის. ქედი აგებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანებით, სხვაგან — ძირითადად მეზოზოური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: ჯვრის (ხევისყელის), მამისონის (ჭანჭახის), კლიუხორისა და სხვა. დამახასიათებელია მთა-ტყის, სუბალპური , ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.

ლიტერატურა

  • მარუაშვილი ლ., ქსე, ტ. 5, გვ. 311, თბ., 1980