[[ფაილი:El salvador map KA.png|მინი|250პქ|მარცხნივ]]
[[2010]] წელს, სალვადორი [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] ათი მოწინავე ქვეყნის რიცხვში შედიოდა [[ადამიანის განვითარების ინდექსი]]ს თვალსაზრისით, ცენტრალური ამერიკის რეგიონში კი სამეულში. ეს ფაქტი ძირითადად განპირობებულია მიმდინარე სწრაფი ინდუსტრიალიზაციით. 1992–2010 წლებში სალვადორის ტერიტორიის დაახლოებით 20 % დაფარული იყო [[ტროპიკული ტყეები|ტროპიკული]] და შერეული ტყეებით და მიეკუთვნებოდა იმ რამდენიმე ქვეყნის რიცხვს, რომლებიც [[წვიმის ტყეები]]თაა დაფარული.<ref>[http://news.nationalgeographic.com/news/2006/11/061113-forests_2.html World's Forests Rebounding, Study Suggests]. News.nationalgeographic.com (2010-10-28). Retrieved on 2012-07-28.</ref>