რობერტ შუმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Zwickau Robert Schumann Birth House.jpg|thumb|left|მისი დაბადების ადგილი [[ცვიკაუ|ცვიკაუში]] 2005 წელს]]
[[ფაილი:Robertschumann.jpg|thumb|right|შუმანის ძეგლი მშობლიურ ქალაქში]]
დაიბადა [[1810]] წლის [[8 ივნისი|8 ივნისს]] ქალაქ [[ცვიკაუ|ცვიკაუში]], წიგნის გამომცემლის ოჯახში, მამა — [[ავგუსტ შუმანი]] ყველანაირად ხელს უწყობდა რობერტის მუსიკალურ განვითარებას. 7 წლის ასაკში იგი უკვე წერდა პატარა ნაწარმოებებს და თავისუფლად უკრავდა ფორტეპიანოზე. გარდა მუსიკისა მას იტაცებდა [[ლიტერატურა]], კერძოდ [[ბერძნული მითიოლოგია|ბერძნული მითები]], მაგრამ საბოლოოდ მან მაინც მუსიკა აირჩია. დაიწყო მეცადინეობა [[ფრიდრიხ ვიკი|ფრიდრიხ ვიკთან]], მაგრამ ხელზე დაზიანება მიიღო და ვეღარ შეძლო დაკვრა. [[1832]] წელს იგი მთლიანად კომპოზიციაზე გადაერთო. [[1839]] წელს [[ლაიფციგი|ლაიფციგში]] ჯვარი დაიწერა [[კლარა ვიკი|კლარა ვიკზე]], რომელიც [[პიანისტი]] იყო და ქმრის ნაწარმოებებს უკრავდა. ისინი მართავდნენ კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში. მოგზაურობიდან დაბრუნებული შუმანი [[ლაიფციგი|ლაიფციგიდან]] [[დრეზდენი|დრეზდენში]] გადასახლდა, თუმცა უეცრად სენი შეეყარა, მისი გადარჩენა შეუძლებელა აღმოჩნდა და გარდაიცვალა [[1856]] წლის [[28 ივლისი|28 ივლისს]] ქალაქ [[ბონი|ბონში]].