ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დავამატე ინფორმაცია რომელიც ხალხს დაეხმარება თემების დაწერაში ან უფრო მეტად ჭკუის გაღრმავებაში
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
89.232.56.213-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Daliladalo-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 10:
}}
'''ქართული ენა''' — [[ქართველი|ქართველების]] მშობლიური ენა, [[საქართველო|საქართველოს]] სახელმწიფო ენა ([[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში]], მასთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებულია [[აფხაზური ენა]]). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
 
მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა; ამბობენ, ხუთიათასამდეო. უფრო ზუსტად ამ რიცხვის დასახელება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ყველა ენა ცნობილი და შესწავლილი იქნება.
 
მსოფლიოში არის ენები, რომლებიც რამდენიმე ხალხს ემსახურებიან. მაგალითად, ინგლისური – ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ესპანური – ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და სხვა. მრავალი ენა მხოლოდ ერთი ხალხის ენად ითქმის. ასეთია ქართული ენაც:
 
ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!
 
მსოფლიოში არსებულ ენებს აჯგუფებენ საერთო წარმომავლობის მიხედვით. საერთო წარმომავლობა გულისხმობს იმას, რომ ეს ენები ერთი ენის განშტოებაა. საერთო წარმომავლობის ენებს მონათესავე ენებს უწოდებენ. მონათესავე ენები ამა თუ იმ ენის ისტორიული დიალექტებია (ეთნიკურ-ტერიტორიული ნაირსახეობებია), რომელთა შორის ენობრივი განსხვავება დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ დიალექტები დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბდა. მაგალითად, ასე მივიღეთ ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუმინული და სხვა მონათესავე ენები. მონათესავე ენათა ერთობას ენათა ოჯახს უწოდებენ. მსოფლიოში ცნობილი ენათა ოჯახებია: ინდოევროპულ ენათა ოჯახი, თურქულ-ალათაურ ენათა ოჯახი, სემიტურ ენათა ოჯახი და სხვა.
 
რომელი ენის მონათესავეა ქართული ენა?
 
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას უძველესი დროიდან ცდილობდნენ. ზემოთ ვთქვით, ჰეროდოტე (V ს. ძვ. წ.) ქართულ ენას ეგვიპტურთან აკავშირებდა. იყო სხვა მითითებებიც. XVII-XVIII საუკუნეებში ეს საკითხი უფრო აქტიური გახდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეცნიერი გამოთქვამდა თვალსაზრისს ქართული ენის წარმოშობის თაობაზე,. XIX ს-ში ქართულის დაკავშირება სცადეს ევროპულ ენებთან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი მეცნიერები (მარი ბროსე, ფრანც ბოპი...) სერიოზულად ცდილობდნენ ამ თვალსაზრისის დასაბუთებას; ევროპაშივე გაჩნდა აზრი ქართული ენის განკერძოებულობის შესახებ.
 
1864 წელს ფრიდრიხ მიულერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ასაბუთებდა, რომ ქართულ-კავკასიური ენები წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ ენათა დიდი ჯგუფის გადმონაშთს. ეს თვალსაზრისი გაზიარებული იქნა და დღემდე მიიჩნევა სარწმუნო პოზიციად: ქართული ენა არ ენათესავება მსოფლიოში ცნობილ ენათა ოჯახებს. ქართულის მონათესავე ენებია კავკასიის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხების ენები: ქართველური (სვანური, მეგრულ-ლაზური) ენები, აფხაზურ-ადიღეური ენები, ჩაჩნურ-ინგუშური ენები და დაღესტნის ენები. ენათა ამ ჯგუფს მეცნიერებაში იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს უწოდებენ. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერული ტერმინია და არ უდრის გეოგრაფიულ ტერმნის.
 
კავკასიის ენები: კავკასიაში მოსახლე ხალხების – სომხების, აზერბაიჯანლების, ოსების – ენები არაა ამ ოჯახის წევრი ენები.
 
იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში 30-ზე მეტი ენაა. ეს ენები უმთავრესად კავკასიის ტერიტორიაზე მოსახლეობენ. ამ ენათა ოჯახში ოთხ ჯგუფს გამოყოფენ:
 
1. ქართველურს (ქართული, სვანური, მეგრული-ლაზური),
 
2. აფხაზურ-ადიღეურს (აფხაზური, აბაზური, ჩერქეზული, ყაბარდოული),
 
3. ნახურ ჯგუფს (ჩაჩნური, ინგუშური, ბაცბური),
 
4. დაღესტნური (ხუნძური, ანდიური, დიდოური, ლაკური, დარგუული...).
 
დიდი ხანია, მეცნიერებაში წამოყენებულია შეხედულება ქართული ენის გენეზისური კავშირის შესახებ წინააზიისა და შუამდნიარეთის ძველი ცივილიზაციის ენებთან – ურარტულთან, ჰურიტულთან, ხეთურთან, ელამურთან, შუმერულთან, პელაზგურთან... ყველა ეს ენა დღეს მკვდარი ენაა.
 
ქართულ ენას გენეტიკურად უკავშირებენ ბასკურ ენას. ესაა ერთადერთი ენა, სავარაუდოდ, ქართული ენის მონათესავე ენათა შორის, რომელიც არ არის კავკასიაში. ბასკეთი პირინეის ნახევარკუნძულზეა; ორი მესამედი ბასკებისა ცხოვრობს ესპანეთში, ერთი მესამედი – საფრანგეთში.
 
ბასკურ-ქართული ჰიპოთეზა 20 საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ამ ჰიპოთეზამ განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში მოიპოვა პოპულარობა. მრავალი კითხვა იჩენს თავს ამ საკითხის განხილვისას. უპირველესად, ასე დაშორებულ ტერიტორიებზე როგორ მოხვდნენ მონათესავე ენები? არსებობს სხვადასხვგვარი ახსნა. ფაქტი ერთია: აშკარაა მსგავსება ენობრივი თვალსაზრისით; და არა მხოლოდ ენობრივი...
 
ქართული ენა სალიტერატურო ენაა. უძველესი ლიტერატურული ძეგლები, ამ ენაზე შექმნილნი, V საუკუნით თარიღდება. იაკობ ხუცესის (Vს.) “შუშანიკის წამებიდან” მოყოლებული დღემდე შეგვიძლია თვალი გავადევნოთ სალიტერატურო ქართული ენის განვითარების ისტორიას. 16 საუკუნის მანძილზე ქართული სალიტერატურო ენა იცვლება, იხვეწება, ვითარდება. მან მიაღწია სრულყოფილ დონეს. ქართული ენა დღეს, შეიძლება ითქვას, არის ერთ-ერთი ცივილიზებული, მაღალგანვითარებული სალიტერატურო ენა.
 
ქართული ენა არის საფუძველი ქართველთა ერთობისა; ქართველთა ძლიერებისა; ქართველთა უკვდავებისა.
 
ქართული ენა უზრუნველყოფს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ერთობას.
 
ქართული ენა არის ქართველეთა “ღვთაებრივი საუნჯე” (ი. ჭავჭავაძე), “უმთავრესი ბურჯი ეროვნებისა” (ი. გოგებაშვილი).
 
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, აფხაზეთში, ქართულთან ერთად აფხაზურიც ითვლება სახელმწიფო ენად.
 
საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, განვითარების ხელშეწყობას, მის ფუნქციონირებას, სწავლებას და მეცნიერულ შესწავლას.
 
==ქართული ენა მსოფლიო ენების კლასიფიკაციაში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_ენა“-დან