ილიადა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მომხმარებლის 46.49.27.201 ცვლილებების გაუქმება (№3625896)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 3:
 
== შინაარსი ==
"ილიადა" [[აქაველები|აქაველების]] ბანაკში მიმდინარე კონფლიქტით იწყება. მეფე [[აგამემნონი|აგამემნონმა]] [[აპოლონი|აპოლყონისაპოლონის]] ქურუმის, [[ქრისესი|ქრისესის]], ქალიშვილი მოიტაცა. [[ქრისესი]] აქაველთა სწრაფ ხომალდებთან უზარმაზარი გამოსასყიდით, [[აპოლონი|აპოლონის]] გვირგვინითა და ოქროს კვერთხით, მივიდა. უხეში უარყოფის შემდეგ კი მოხუცი მეუფე [[აპოლონი|აპოლონს]], სმინთევსს, ევედრება. მას უსმინა სხივოსანმა აპოლონმა და [[აქაველები|დანაელთა]] ჯარს შავი ჭირი შეჰყარა. ბერძნების კრებაზე, რომელსაც [[აქილევსი|აქილევსმა]] მოუხმო, [[კალქასი|კალქასმა]] განაცხადა, რომ ღმერთის დაწყნარების ერთადერთი გზა [[ქრისეისი|ქრისეისის]] მამამისისთვის უსასყიდლოდ დაბრუნებაა. [[ატრევსი|ატრევსის]] ძე [[აგამემნონი]] ემორჩლება ერთობლივ მოთხოვნას, მაგრამ დანაკარგის სანაცვლოდ, [[აქილევსი|აქილევსს]], რომელსაც მთელი ამ ინტრიგის ინიციატორად თვლის, მის საყვარელ ქალს, ლამაზღაწვიან [[ბრისეისი|ბრისეისს]], ართმევს. განრისხებული [[აქილევსი]] თავის კარავში ბრუნდება და დედამისს, [[თეტისი|თეტისს]], სთხოვს, რომ [[ზევსი|ზევსს]] შეევედროს აქაველების დამარცხება ტროელების მიერ, მანამ, სანამ [[აგამემნონი|აგამემგნონი]] მის, [[აქილევსი|აქილევსის]], მოთხოვნებს მთლიანად არ დააკმაყოფილებს.
 
''მეორე სიმღერაში'' [[ზევსი]] [[აგამემნონი|აგამემნონს]] საბესისწრო სიზმარს უგზავნის და არწმუნებს, რომ ტროელთა ფართოქუჩებიანი ქალაქი აიღოს. [[აგამემნონი]] მახეს წამოეგო და ამის შესახებ გახარებულმა [[აქაველები|აქაველებს]] კრებაზე ამცნო. თუმცა, შეკრებილმა ხალხმა, ჯარის გამოსაცდელად, [[აქაველები|აქაველებს]] სამშობლოს ძვირფასი მიწებისკენ გაქცევა უბრძანა. ცხრაწლიანი ალყა გარღვევის პირასაა, მაგრამ, გაოცებულმა [[ჰერა|ჰერამ]] [[ათენა|ათენას]] [[აქაველები|აქაველების]] გადარწმუნება უბრძანა. [[ათენა]] გაეშურა [[აქაველები|აქაველთა]] სწრაფმავალი ხომალდებისკენ, სადაც [[ოდისევსი]] იპოვა და უთხრა, რომ ხალხი შეეჩერებინა. [[ოდისევსი|ოდისევსმა]] ყველა დააწყნარა და კრება მოიხმო. ღვთაებრივმა [[ოდისევსი|ოდისევსმა]] ენაჭარტალა [[თერსიტესი]], რომელიც მაგრად ღრიალებდა და აგამემნონს ლანძღავდა, სასტიკი სიტყვით გაკიცხა და კვერთხი ზურგსა და მხრებზე ჩასცა. [[ნესტორი]], რომელსაც [[აგამემნონი]] დაეთანხმა, სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ნურავინ იჩქარებს სახლში დაბრუნებას, მანამ, სანამ ისინი შურს არ იძიებენ [[ელენე|ჰელენეს]] ტანჯვისა და ქვითინისთვის. კრების დასრულების შემდეგ [[აქაველები|არგოსელებმა]] [[ზევსი|ზევსს]] მსხვერპლი შესწირეს და ინადიმეს. ნადიმის შემდეგ ნესტორმა ატრევსის ძეს, ლაშქრის შეკრება ურჩია, ამიტომაც აგამემნონმა მაცნეები გააგზავნა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილიადა“-დან