იური გაგარინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
== გაფრენა ==
 
[[1961]] წლის [[12 აპრილი|12 აპრილს]] გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით „[[ვოსტოკ-1]]“ და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა (ორბიტის პარამეტრები იყო: პერიგეა-169 კმ, აპოგეა-315 კმ, ორბიტის დახრა ეკვატორის მიმართ 64.95°). მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი (ისევე როგორც ყველა სხვა კოსმონავტი „[[ვოსხოდ-1]]“ გაფრენამდე) 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა. ეს დიდი ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო მსოფლიო საზოგადოებისგან. გაფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ გაგარინი სრულყოფდა თავის ოსტატობას, ასწავლიდა და ავარჯიშებდა კოსმონავტებს, ხელმძღვანელობდა კოსმოსურ ხომალდების ფრენას, ამავე დროს ეწეოდა დიდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობას. იყო სსრკ-ის VI-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საკავშირო ალკკ ცკ-ის წევრი, [[1966]]-იდან ასტრონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენითა]] და ბევრი უცხოური სახელმწიფო უმაღლესი ორდენებით.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იური_გაგარინი“-დან