კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 112:
[[ფაილი:Colchis-Nike.jpg|right|thumb|[[ნიკე (ქალღმერთი)|ქალღმერთი ნიკეს]] მინიატურა ნაპოვნი [[ვანი|ვანში]].]]
 
რეგიონის განვითარებული ეკონომიკა და ხელშემწყობი გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები კოლხეთს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა მილეტელი ბერძნებისთვის, რომელთაც კოლხეთის კოლონიზაცია მოახერხეს ძვ. წ. VI-V საუკუნეებში და შავი ზღვის სანაპიროზე [[ფაზისი|ფაზისში]], [[გონიო]]სა და [[დიოსკურია]]ში სავაჭრო პორტები დააარსეს. ძველი ბერძენული თქმის თანახმად ეს ''ყველაზე შორეული ვოიაჟი'' იყო უკიდურეს აღმოსავლეთში, რომელიც იმდროინდელი ელინისტური საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, საიდანაც მზე ამოდიოდა. ეს მიწა მდებარეობდა [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე დიდის]] პატარას მიერ დაპყრობილ მიწათა აღმოსავლეთ საზღვართან. ფაზისი და დიოსკურია ბრწყინვალე ბერძნული ქალაქები გახდა, რომელიც დიდვაჭარი ოლიგარქების მიერ იმართებოდა, თუმცა მათ დროდადრო გარშემო მცხოვრები კოლხური ტომები აწუხებდნენ, სანამ საბოლოო ასიმილაციას განიცდიდნენ. იმ დროის ერთ ერთ უდიდეს ცივილიზაციასთან კონტაქტმა კოლხეთში დააჩქარა კულტურულ-ეკონომიკური განვითარება. ამ პერიოდში აქ უკვე ჩანს ვაჭართა მსხვილი ფენა. შიდა ბაზარი და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოების მცდელობები. "კოლხური თეთრი" გაცხოელებული ვაჭრობის მანიშნებელია. კოლხი ვაჭრები, ხელოსნები და მჭედლები სკაუთარ ნაწარმს ყიდდნენ მცირე აზიის და შავი ზღვის პოლისების ბაზრებზე. ასევე ცნობილი იყო კოლხური სელი, რომელიც ვძველ სამყაროში ყველაზე ცნობილი მატერია იყო. აგრეთვე გაქონდათ ხე ტყე, გაყავდათ მონები. ცნობილი იყო კოლხური ხოხობი, რომელსაც "ფასიანურს" უწოდებდნენ და საკმაოდ ძვირიც უნდა ღირებულიყო. ყველაზე ახლო პოლიტიკურ-კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა კოლხეთს გააჩნდა ჩრდ. შავიზღვისპირეთში წარმოქმნილ ბერძნულ სამეფოსთან ბოსფორთან. ყირიმში გათხრილი იიმავე პერიოდის ტაძრებში აღმოჩენილია კოლხური თეთრების განძი. ასევე ამფორა რომელზედაც ბერძნულად ამოტვირრულია სახელი "კოლხოს".
 
კოლხეთის მდიდარი ელიტა ბერძნული ყაიდის უნდა ყოფილიყო. მდიდრულ სამაროვნებში რომელიც ძირითადად ვანში გამოვლინდა (ასევე აფხაზეთში) უნდა არსებულიყო ზღაპრულად მდიდარი ფენა. მათ ბერძნული წყაროები სკეპტუხებს (კვერთხისპყრობელებს) უწოდებენ, რომლებიც როგორც ჩანს კოლხური ტომების მეთაურები უნდა ყოფილიყვნენ. არქეოლოგიური მასალიდან ჩანს რომ მაღალი ელიტისთვის დამახასიათებელი იყო ბერძნული ჩაცმულობა, სამკაულები, ატრიბუტიკა, სახელები და საცხოვრებლები.