სოფიო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
 
გურიაში ანტიოსმალური განწყობა იმდენად დიდი იყო, რომ სოფიომ ხალხის მიმხრობა ვერ მოახერხა. რუსეთის მომხრე თავად-აზნაურებმა ოჯახები იმერეთში გახიზნეს, ლაშქარი შეკრიბეს და ჩოხატაურში რუსეთის ჯარს შეუერთდნენ. დავით მაჭუტაძემ სოფიოსთვის მხოლოდ 500 მოლაშქრე შეაგროვა. ივლისში აჰმედ-ფაშას მეთაურობით 4 ათასი კაცი გურიაში შეიჭრა, მაგრამ 15 ივლისს რუსებმა ფოთი აიღეს, 24 ივლისს ახალქალაქი და ემზადებოდნენ ახალციხეზე შეტევისთვის, წარმატებებს აღწევდნენ ბალკანეთის ფრონტზეც. ამიტომ აჰმედ ფაშა უკან გაბრუნდა ახალციხის გასამაგრებლად. სოფიოს ჯარმა სვიმონ ერისთავის ციხე გადაწვა და [[ასკანის ციხე]]ში შევიდა. სოფიო მიხვდა, რომ ოსმალეთი ომს აგებდა, ამიტომ მან მონანიების წერილები მისწერა 8 აგვისტოს ივანე პასკევიჩს და 16 აგვისტოს ნიკოლაი სიპიაგინს. სოფიო ირწმუნებოდა, რომ გურიის ლაშქრით ქობულეთს, ჩაქვსა და ბათუმს აიღებდა. პასკევიჩმა სოფიოს პირობის შესასრულებლად ორკვირიანი ვადა მისცა და მძევლები მოითხოვა. სოფიომ ამაზე უარი განახადა. 30 სექტემბერს კარლ ჰესსე ორი ბატალიონით გურიაში შევიდა. სოფიომ დატოვა ოზურგეთი და გადავიდა [[ლიხაურის ციხე]]ში. ჰესემ დაიკავა ოზურგეთისა და ასკანის ციხეები. 1 ოქტომბერს სოფიო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთში]] გაიქცა და სარდალ ოსმან-ბეგთან მივიდა. მან ლიხაურში დატოვა შვილები სოფიო და ტერეზია, ხოლო თან წაიყვანა დავითი და ეკატერინე. მასთან ერთად წავიდნენ დავით მაჭუტაძე, გიორგი თავდგირიძე, ლაზარე ნაკაშიძე, 8 აზნაური და 56 მსახური. ჰესსე დაედევნა გაქცეულებს და 15 ოქტომბერს [[შეკვეთილი|შეკვეთილთან]] ბრძოლაში დაამარცხა ოსმალები, მაგრამ ჩოლოქის გადაკვეთა ვერ გაბედა, სოფიო ტრაპიზონში ჩავიდა და 1829 წელს იქვე გარდაიცვალა.
 
1832 წლის 25 იანვარს [[ნიკოლოზ I (რუსეთი)|ნიკოლოზ I-მა]] შეიწყალა ოსმალეთში გაქცეული გურული თავად აზნაურები. გურიაში სხვა თავად-აზნაურებთან ერთად დაბრუნდნენ დავით და ეკატერინე ბატონიშვილები. დავითი პეტერბურგში გაგზავნეს სამხედრო სასწავლებელში. მან ოფიცრის ჩინი მიიღო და მონაწილეობდა ჩრდილო კავკასიაში [[შამილი]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში. დაიღუპა 1839 წელს აულ ახულგოსთან ბრძოლაში.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოფიო“-დან