ცხუმის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== ისტორია ==
[[ფაილი:2014 Suchum, Pozostałości zamku Bagrata (02).jpg|მარცხნივ|მინი|300x300პქ|[[Ბაგრატის ციხე|ბაგრატის ციხის]] ნანგრევები. ]]
ცხუმის სამთავრო [[აფხაზთა სამეფო|აფხაზთა სამეფოს]] ერთ-ერთ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა, რომელიც [[აფშილეთი|აფშილეთის]] ტერიტორიაზე წარმოიქმნა. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბაგრატიონს]] ეს საერისთავო მოხსენიებული აქვს იმ 8 საერისთავოს შორის, რომელიც მისი ცნობით, აფხაზთა პირველმა მეფემ [[ლეონ II]] დააარსა. მისი ტერიტორია [[ანაკოფია|ანაკოფიიდან]] [[ალანები|ალანიამდე]] ვრცელდებოდა.<ref>[[Vakhushti Bagrationi]], ''The History of Egrisi, Abkhazeti or Imereti'', part 1.</ref> სამთავროს კულტურული და ეკონომიკური ცენტრი იყო ქალაქი [[ცხუმი]], ხოლო მთავრის რეზიდენციას წარმოადგენდა - [[ბაგრატის ციხე]].
 
 
ცხუმის [[ერისთავი|ერისთავი]] პირველად იხსენიება თამარის ისტორიკოსთან თამარის ერისთავების ჩამონათვალში. ცხუმის ერისთავად აქ დასახელებულია ოთაღო შარვაშიძე, ხოლო [[არგვეთი (მხარე)|არგვეთის]] ერისთავად - ამანელისძე. ტექსტის ამ ადგილას ფრაზა „არგვეთის ერისთავი“ ავთენტური არ არის და იგი [[კორნელი კეკელიძე|კორნელი კეკელიძის]] მიერ არის აღდგენილი. [[ირაკლი ანთელავა|ირაკლი ანთელავა]] უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს ვახუშტი ბატონიშვილის ანალოგიურ ცნობას, სადაც ცხუმის ერისთავად ამანელისძე არის გამოცხადებული, ხოლო ოთაღო შარვაშიძე - აფხაზეთის ერისთავად.
[[ფაილი:Kelasuri tower.JPG|მარცხნივ|მინი|250x250პქ|[[Კელასურის კედელი|კელასურის კედლის]] ერთ ერთი ზღუდე. იცავდა ცხუმ-აფშლეთს სამხრეთ-აღოსავლეთდან. ააგეს ბიზანტიელებმა ეგრისის დიდი ომის დროს. იგი დაანგრია მურვან ყრუმ 737 წელს. შემდეგ კი აღადგინა [[Ლევან I დადიანი|ლევან I დადიან]]-მა XVII ს-ში. ]]
 
ცხუმის საერისთავო შექმნილა [[აფხაზთა სამეფო|აფხაზთა სამეფოში]]. ისტორიული [[აფშილეთი|აფშილეთის]] ტერიტორიაზე. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილის]] ცნობით, საერისთვოს ფარგლებში შედიოდა მიწა-წყალი „ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ“. [[თამარ მეფე|თამარის]] მეფობის პერიოდში ცხუმის ერისთავები ამანელისძეები იყვნენ. ამ საგვარეულოს აღმატებულ მნიშვნელობას ცხადყოფს მისი წარმომადგენლების მონაწილეობა მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეტი ცნობა ცხუმის ერისთავთა შესახებ „ქართლის ცხოვრებას“არ შემოუნახავს. ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ძველ და სარწმუნო წყაროს ემყარებოდა, მოგვითხრობს, რომ ცხუმის საერისთვოს არსებობას საფუძველი შეერყა XIV ს-ის დასაწყისში, როცა [[სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო|ოფიშის]] სამთავრომ იწყო გაძლიერება. [[გიორგი II დადიანი|გიორგი II დადიანმა]] თავის სასარგებლოდ გამოიყენა [[დავით VI ნარინი|დავით VI ნარინის]] შვილებს შორის ქიშპობა და მიიტაცა ცხუმი — „დაიპყრა სრულიად ოდიში ანაკოფიამდე“. ამის შემდგომ საქართველოს მეფეებმა ცხუმის საერისთავოს დადიანების სამფლობელოდ აღიარებდნენ.სამთავროს სამხრეთ-აღოსავლეთ საზღვარს იცავდა — [[Კელასურის კედელი|კელასურის კედელი]].
[[ფაილი:Beslet bridge.JPG|მინი|270x270პქ|ბესლეთს ხიდი. აიგო XIII ს ში მდ ბესლეთზე. ცხუმის ერისთავის რეზიდენციასთან მისასვლელ გზაზე. ]]
 
[[რუსუდანი|რუსუდანის]] მიერ დას. საქართველოში გადასვლის შემდეგ ცხუმში იჭრებოდა საქართველოს სამეფოს ვერცხლის მონეტები. [[რიორგი V ბრწყინვალე|გიორგი V ბრწყინვალეს]] პერიოდამდე ცხუმში მდებარეობდა ბაგრატიონთა საზაფხულო რეზზიდენცია. 1240-იან წლებში [[მონღოლთა იმპერია|მონღოლებმა]] საქართველო რვა სამხედრო-ადმინისტრაციულ სექტორებად ([[დუმანი|დუმნებად]]) დაანაწილეს; ცხუმის სამთავრო [[ცოტნე დადიანი|ცოტნე დადიანის]] ხელში მოექცა.<ref name="Giorgi Sharvashidze" /> [[დავით VI ნარინი|დავით VI ნარინის]] გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის ტახტზე არსებული შინა ომები, ოდიშის მთავარმა [[გიორგი I დადიანი|გიორგი დადიანმა]] სასიკეთოდ გამოიყენა და ცხუმის სამთავროს დაეპატრონა, შესაბამისად ოდიშის საზღვარი ანაკოფიამდე გადაიწია, ხოლო შარვაშიძეები აფხაზეთში გამაგრდნენ. XV საუკუნის ისტორიული წყაროები ცხუმის სამთავროს აფხაზეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს.<ref>[http://www.amsi.ge/istoria/div/m.lordkiPaniZe_abkh.html "THE ABKHAZIANS AND ABKHAZIA" Mariam Lordkipanidze.]</ref> ამ პერიოდიდან ქართველი მონარქები ცხუმს დადიანების ფეოდალურ დომენად აღიარებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ სამთავროს სტაგნაცია დასავლეთ საქართველოში [[ოდიში (მხარე)|ოდიშის]] მთავრების გაძლიერებას უკვაშირდება.
 
252

რედაქტირება