ბადმინტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|ბადმინტონი|ბადმინტონი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''ბადმინტონი''' ({{lang-en|Badminton}} — ბადმინტონი), ''ვოლანი'' ({{lang-fr|Volant}} — მფრინავი) — ოლიმპიური სპორტის სახეობა, რომელიც არის ჩოგბურთის მსგავსი თამაში. მაღლა გაჭიმული ბადის თავზე ჩოგნით ისვრიან კორპის ან პლასტმასის ძაბრისებურ ბურთს (ვოლანს). მას ძირითადად დარბაზში თამაშობენ.
 
ბადმინტონი მოითხოვს სისწრაფესა და ფიზიკურ გამძლეობას.
 
 
 
სპორტული თამაშიფღთიანი ბურთითა და ჩოგნით. ჩაისახა ძველ მალაიში. მოგვიანებით გავრცელდა აზიის სხვა ქვეყნებში. ინგლისში ქალაქ ბადმინტონში 1872 წელს პირველად იტამაშეს ინდოეთიდან ჩამოსულმა ინგლისელებმა. თამაში ტარდება სწორკუთხა მოედანზე (13,4X6,1 მ წყვილთა თამაშისათვის, 13,4X5,2 მ ერთეულებისათვის). მოედანს შუაზე ჰყოფს 1,55 მ სიმაღლის ბადე. თამაშის მიზანია ბურთი მიწას შეეხოს მოწინაააღმდეგის მოედანზე და არ დაეცეს საკუთარზე. ტექნიკითა და ტაქტიკით წააგავს ჩოგბურთს. თამაში 15 (ბავშვებისა და ქალებისათვის 11) ქულამდეა. შედგება 3 ან 5 პარტიისაგან. ბურთს აწვდიან დიაგონალურად, როდესაც ქულათა რიცხვი ნული ან ლუწია — მარჯვნიდან, როდესაც კენტია — მარცხნიდან. წყვილთა თამაშის დროს ბურთს პირველი აწვდის (წყვილში) მარჯვენა მოთამაშე და პარტნიორს ადგილს უცვლის ყოველი მოგებული ქულის შემდეგ.
 
ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაცია 3 წელიწადში ერთხელ აწყობს მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრებას ტომასის თასზე (კაცებისათვის) და უბერის თასზე (ქალებისათვის). ყოველ წელს უიმბლდონში თამაშდება ღია პირველობა, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიო ჩემპიონატია. სსრკ-ში ბადმინტონი გავრცელდა 1954 წელს ჩინეთიდან, სადაც იგი იუმაოციუს სახელითაა ცნობილი. სსრ კავშირის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა თბილისში. საქართველოში პირველობა ტარდება 1964 წლიდან.
 
 
 
 
== ისტორია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბადმინტონი“-დან