კარსანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{წასაშლელი}}
No edit summary
ხაზი 1:
'''სოფელი კარსანი'''
{{წასაშლელი}} არსებობს სტატია [[:საქართველოს დროშა]]
 
[[სურათი:Karsani.jpg‎ ]]
 
''მდებარეობა და ისტორია''
კარსანი მდებარეობს საქართველოს დღევანდელ და ანტიკურ დედაქალაქებს - [[თბილისი]], [[მცხეთა]] - შორის მოქცეულ პატარა ხეობაში, სამხრეთი კავკასიის უდიდესი მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან _ სამხრეთი კავკასიის ისტორიულ გზა-ჯვარედინზე და აკავშირებდა ისტორიულად ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის გზებს, ცენტრალურ კავკასიასთან და აქედან სამხრეთი კავკასიის გავლით შავიზღვისპირეთთან, ასევე დასავლეთ კავკასიას აღმოსალეთთან და კასპიის ზღვის აუზით _ ცენტრალურ აზიასთან.
 
ხეობა სიგრძეში სულ შვიდიოდე კმ წარმოადგენს და დონეთა სხვაობა ხეობის თავსა და ბოლოს შორის 500 მეტრს აღემატება, რის შედეგადაც ხეობა გამოირჩევა წარმტაცი ბუნებითა და ეკომრავალფეროვნებით.
 
კარსნის ხსენება ქართულ წყაროებში უკვე საქართველოს ისტორიის პირველ სტადიას უკავშირდება და მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველური ტომების ეთნოკრეაციულ პროცესებთან, შესაბამისად მოცულია ლეგენდებისა და გადმოცემების შარმით.
 
ამ გადმოცემების თანახმად, კარსნის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა ეთნარქი _ [[ქართლოსი]], რის გამოც ეს მთა მთავარ სიწმინდედ იყო აღიარებული ანტიკური პერიოდის ქართველურ ტომებში.
ქართული საისტორიო-საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, იბერიის მეფეებს ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი [[ებრაული]] თემისთვის მიუციათ კარსანი სამკვიდროდ. ამავე ტრადიიციით სწორედ ეს თემი იყო საფუძველი საქართველოს გაქრისტიანების, რასაც უამრავი გადმოცემა უკავშირდება.
 
მისი სულიერი მნიშვნელობიდან გამომდინარე შუა საუკუნეებში კარსანი მცხეთის _ სულიერი დედაქალაქის გვერდითაა და უშუალო დაქვემდებარებაშია მცხეთელი კათალიკოსის _ საქართველოს ეკლესიის მეთაურის.
 
XX საუკუნის პირველ წლებში კავკასიაში პირველი _ [[თბილისის ობსერვატორია]] იხსნება, რომლის ერთ-ერთი ბაზაა კარსანში. ამ პერიოდისაა ხეობის თავში აშენებული ნაგებობა.
 
II მსოფლიო ომის პერიოდში, თვითმხილველების გადმოცემით, აქ _ სსრკ კგბ შეფ ლ. [[ბერიას]] ხელმძღვანელობით მუშაობდნენ ფიზიკოსები, მაშინ საიდუმლო იარაღზე, რის გამოც ხეობა სამოქალქოებისაგან დაცლილი და გადაკეტილი ყოფილა.
 
ომის შემდგომ, მას შემდეგ რაც, რამდენიმე კმ მოშორებით მოხდა “ფიზიკოსები” გაფართოება _ მცხეთის რეაქტიროს ფორმირება _ კარსნის კომპლექსი გადაეცა არქეოლოგებს, რომლებიც აქვე [[არმაზისხევი]]-[[ბაგინეთი]]-კარსნის არქეოლოგიურ ნაკრძალში მუშაობდნენ.
 
მოგვიანებით, ამ კომპლექსში განთავსდა ტუბსავადმყოფო, ლანდშაპტური პირობებისა და დიდი დასახლებებიდან იზოლაციის გამო. სავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და ხან ერთი და ხანაც მეორე სამთავრებო უწყებების ხელიდან-ხელში გადადის.
1996 წლილს შემოდგომაზე კარსანში გადმოვიდა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მც. ჯგუფი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარსანი“-დან