იოჰანა ვან გოგ-ბონგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 25:
 
===პირველი ქორწინება===
თეოსა და იოჰანას მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი, თუმცაღა ქორწინების პირველ შეთავაზებაზე იოჰანამ თეოს უარი უთხრა, გაკვირვებულმა, რომ კაცი რომელიც ასე კარგად იცნობდა მას ცოლობას სთხოვდა, თუმცაღა შემდეგ წელს, როდესაც თეომ მას კიდევ ერთხელ სთხოვა ხელი, იოჰანა დათანხმდა, და 1889 წლის 17 აპრილს ისინი დაქორწინდნენ [[ამსტერდამი|ამსტერდამში]]. მათი შვილი ვინსენტ ვილემი, დაიბადა 1890 წლის 31 იანვარს. 188911891 წელს კი თეო ვან გოგი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და მეუღლე ახალშობილ ბავშვთან ერთად ქვრივი დატოვა.
 
მას დარჩა მხოლოდ ერთი ბინა პარიზში უმნიშვნელო ძვირფასეულობითა და ავეჯით და მაზლის, ვინსენტ ვან გოგის იმ დროისათვის იაფი 200-მდე ნამუშევარი.<ref>Memoirs of V.W.Van Gogh http://www.webexhibits.org/vangogh/memoir/nephew/1.html</ref> იოჰანას ურჩიეს რომ გაესხვისებინა ქონება, ამის ნაცვლად იოჰანა ნიდერლანდებში დაბრუნდა, გახსნა პანსიონატი [[ბუსუმი|ბუსუმში]], სოფელში რომელიც [[ამსტერდამი]]დან, და დაიწყო კონტაქტების განახლება არტისტებთან. იგი აღარ წერდა დღიურს ქორწინების შემდეგ, მაგრამ განაგრძო, იმის ფიქრით, რომ მისი შვილი ერთ დღს ამას წაიკითხავდა. და დაიწყო ნაწარმოებების ინგლისურიდან ფრანგულად და ნიდერლანდურად თარგმნა რაც მისი შემოსავლის წყარო გახდა. 1905 წელს, მისი ოჯახის უკმაყოფილების მიუხედავად, ის ხდება ქალების სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარებელი წევრი, მაგრამ ამას იოჰანასთვის შვილის აღზრდაში ხელი არ შეუშლია.