ინგლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 57:
}}
[[ფაილი:Map of England within the United Kingdom.png|thumb|ინგლისი]]
ЈОЈО
'''ინგლისი''' ({{lang-en|England}} {{IPA|[ˈɪŋɡlənd]}}) — [[გაერთიანებული სამეფო]]ს ისტორიული და ადმინისტრაციული ოლქი,<ref>{{cite web |title=The Countries of the UK|url=http://www.statistics.gov.uk/geography/uk_countries.asp|publisher=statistics.gov.uk|accessdate=2009-02-01|author=Office for National Statistics|authorlink=|archiveurl=http://webarchive.nationalarchives.gov.uk/20020329130655/http://www.statistics.gov.uk/geography/uk_countries.asp|archivedate=2002-03-29}}</ref><ref>{{cite web |title=Countries within a country|url=http://www.number-10.gov.uk/output/Page823.asp|archiveurl=http://web.archive.org/web/20080209003312/http://www.number-10.gov.uk/output/Page823.asp|archivedate=2008-02-09|publisher=number-10.gov.uk|accessdate=2009-02-01|authorlink=Prime Minister of the United Kingdom|Prime Minister's Office}}</ref><ref>{{cite web |title= Changes in the list of subdivision names and code elements (Page 11)|url=http://www.iso.org/iso/newsletter_i-9.pdf |format=PDF |publisher=[[სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია]]|accessdate=2009-02-01}}</ref> რომელიც იკავებს დიდი ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება [[შოტლანდია]], ხოლო დასავლეთიდან [[უელსი]]. რაც შეეხება გეოგრაფიულ საზღვრებს, ინგლისის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან საზღვრავს [[ჩრდილოეთის ზღვა]], დასავლეთიდან [[კელტების ზღვა|კელტების]] და [[ირლანდიის ზღვა|ირლანდიის]] ზღვები, ხოლო სამხრეთიდან [[ინგლისის არხი]], სწორედ ამ არხის მეშვეობით ხდება დაკავშირება [[კონტინენტური ევროპა|კონტინენტურ ევროპასთან]]. ინგლისის შემადგენლობაში შედის სანაპირო ზოლის სიახლოვეს არსებული [[ინგლისის კუნძულები|ასამდე მცირე კუნძული]], მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კუნძულები: [[სილლი]] და [[უაიტი]].
 
ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული, აქ ადამიანის აქტიური დასახლება 35,000&nbsp;ათასი წლის წინ დაიწყო. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს აქ არსებული [[ანგლები|ანგლური]] ტომისგან. ისინი ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-5 და მე-6 საუკუნეებში დასახლდნენ. ინგლისი გაერთიანდა [[927]] წელს. [[XV საუკუნე]]ში დაწყებული [[დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები]]ს შემდეგ, ინგლისის გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე მნიშვნელოვნად გაიზარდა<ref>{{cite web |title= England&nbsp;– Culture|url=http://www.britainusa.com/sections/index_nt1.asp?i=41105&L1=41105&L2=41105&D=0|archiveurl=http://web.archive.org/web/20080516162153/http://www.britainusa.com/sections/index_nt1.asp?i=41105&L1=41105&L2=41105&D=0|archivedate=2008-05-16|publisher=britainusa.com|accessdate=2009-02-01}}</ref>. მრავალ ქვეყანაში გავრცელდა [[ინგლისური ენა]] და [[ანგლიკანური ეკლესია]]. [[ინგლისური კანონმდებლობა]] სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემის საფუძველი გახდა<ref>{{cite news |url=http://news.bbc.co.uk/1/hi/world/europe/country_profiles/1038758.stm |title=Country profile: United Kingdom |publisher=news.bbc.co.uk|work=[[BBC News]]|accessdate=2009-02-01 | date=2009-10-26}}</ref>. [[XVIII საუკუნე]]ში სწორედ ინგლისში დაიწყო [[ინდუსტრიული რევოლუცია]].
 
ინგლისის რელიეფი, ძირითადად, შედგება გორაკებისგან რომელიც ძირითადად ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ჩრდილოეთისკენ რელიეფი კი უფრო მთიანი ხდება. აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად მოიცავს დაჭაობებულ ტერიტორიებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის ძირითადად ამომშრალია. ინგლისის ადმინისტრაციული ცენტრი [[ლონდონი]] მდებარეობს სამხრეთ ნაწილში. ეს ქალაქი წარმოადგენს არამარტო ამ რეგიონის არამდე მთელი გაერთიანებული სამეფოს უდიდეს დასახლებას და უდიდეს ურბანულ არეს. ინგლისის მოსახლეობა შეადგენს 51 მილიონ კაცს, (მთელი ქვეყნის 84%). მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს.
 
== ისტორია ==
[[ფაილი:Stonehenge.jpg|მინი|left|[[სტოუნჰენჯი]], [[ნეოლითის ხანა|ნეოლითის ხანის]] მონუმენტი]]
ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა, ამას ადასტურებს ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები 700,000 წლით თარიღდება, [[ჰომო-ერექტუსი]]ს წარმომადგენელთა ჩონჩხები აღმოჩენილი იქნა [[ნორფოლკი]]ს და [[საფოლკი]]ს სიახლოვეს.<ref>{{cite news |url= http://news.bbc.co.uk/1/hi/england/2025530.stm|publisher=BBC News|title=Bone find may rewrite history|accessdate=2009-09-05 | date=2002-06-04}}</ref> ადამიანის ფართოდ დასახლება უკვე 35,000 წლიდან იწყება. უკვე მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები მნიშვნელოვნად განვითარდნენ, ამას ადასტურებს დაახლოებით ძვ.წ 2500 წლისათვის აგებული [[სტოუნჰენჯი]] და [[ეივბერი]]. ბრიტანეთის კუნძულზე უკვე მოგვიანებით სხვადასხვა ტომის წარმოამადგენლები სახლობდნენ. მათგან აღსანიშნავია კელტური წარმოშობის, [[ბრიტები]].
ძველი წელთაღრიცხვის [[ძვ. წ. 55|55]] წელს ბრიტანეთში [[იულიუს კეისარი]] [[რომის იმპერიის მიერ ბრიტანეთის დაპყრობა|შეიჭრა]]. ძვ.წ 43 წელს იმპერატორ [[კლავდიუსი]]ს მმართველობის პერიოდში ეს ტერიტორია უშუალოდ შეუერთდა [[რომის იმპერია]]ს, აქ შეიქმნა ახალი პროვინცია [[რომაული ბრიტანეთი|ბრიტანეთი]], პროვინციაში უშუალოდ შედიოდა დღევანდელი უელსი და ინგლისი. [[211]] წელს იმპერატორი [[სეპტიმიუს სევერუსი]] ინგლისში იმყოფებოდა, სწორედ ამ წელს ის ქალაქ [[იურკი|იორკში]] გარდაიცვალა. ინგლისში ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნიდან იწყებს გავრცელებას. [[410]] წელს რომაელებმა კუნძული დატოვეს.
 
რომაული ლეგიონების დახმარების გარეშე ბრიტანეთმა დიდხანს ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა [[ბარბაროსი|ბარბაროს]] გერმანელებს, რომლებიც გამოჩნდნენ [[V საუკუნე|V]]-[[VI საუკუნე]]ებში. [[საქსები|საქსებმა]] და [[იუტები|იუტებმა]] გამარჯვებები მოიპოვეს აქ მცხოვრებ ადგილობრივებზე და მათ, თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ინგლისის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილები.<ref>{{cite web |title=Anglo-Saxons|url=http://www.bbc.co.uk/history/ancient/anglo_saxons/|publisher=BBC News|accessdate=2009-09-05}}</ref> ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრებმა ტომებმაც გააფართოვეს თავიანთი გავლენა. აითვისეს რა ინგლისის ძირითადი ტერიტორია, გერმანელებმა დაიწყეს, ბრიტების შევიწროება უელსისა და კორნუელის მიწაზეც. დროთა განმავლობაში, გერმანელი ტომობრივი გაერთიენებებისგან ჩამოყალიბდა ცალკეული სახელმწიფოები, რომლებიც მთლიანობაში წარმოდგენდნენ "[[ჰეპტარქია|ანგლო-საქსურ ჰეპტარქიას]]". [[VII საუკუნე|VII საუკუნისთვის]] უკვე ინგლისის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული სამეფოები იყო: [[ნორთომბრია]], [[მესია]], [[აღმოსავლეთი ანგლები|აღმოსავლეთის ანგების სამეფო]], [[ესექსის სამეფო|ესექსი]], [[კენტის სამეფო|კენტი]], [[სუსექსის სამეფო|სუსექსი]] და [[უესექსის სამეფო]]. შემდგომ [[ვიკინგები|ვიკინგებმა]] დაიპყრეს ინგლისის აღმოსავლეთი ნაწილი.
 
ინგლისის პირველი მეფე გახდა უსექსების წარმომადგენელი [[ალფრედ დიდი]]. მისი შვილიშვილი [[ათელსტანი (ინგლისი)|ათელსტანი]], 927 წელს გაერთიანებული ინგლისის მეფე იყო. ნორმანდიის ჰერცოგი [[უილიამ I (ინგლისი)|უილიამი]], [[1066]] წელს [[ჰასტინგის ბრძოლა|ჰასტინგთან ბრძოლაში]] მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ინგლისის მეფე გახდა.<ref name="normans">{{cite web |url=http://www.historyofengland.net/content/view/31/41/|publisher=historyofengland.net|title=1000 Years Ago |accessdate=2009-09-21}}</ref> უილიამ დამპყრობელმა ინგლისში გადმოიტანა ფრანგული ფეოდალური სისტემა. [[1154]] წელს ინგლისის ტახტზე ავიდა უილიამ დამპყრობელის შვილიშვილი [[ჰენრი II (ინგლისი)|ჰენრი II]], რომლის მამა [[ჯოფრუა პლანტაგენტი]] საფრანგეთის ერთ-ერთი საგრაფოს [[ანჟუ]]ს გრაფი იყო. ამ დინასტიას [[პლანტაგენეტები]]ს სახელი ეწოდა. ჰენრის და მისი მემკვიდრეების მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა ვაჭრობა. XIII საუკუნის ბოლოს ინგლისმა საბოლოოდ დაიპყრო და შეიერთა მეზობელი სამთავრო, [[უელსი]]<ref>{{cite web |title=Edward I (r. 1272–1307)|url=http://www.royal.gov.uk/OutPut/Page61.asp|archiveurl=http://web.archive.org/web/20080624181028/http://www.royal.gov.uk/OutPut/Page61.asp|archivedate=2008-06-24|publisher=Royal.gov.uk |accessdate=2009-09-21}}</ref>. [[XIV საუკუნე]]ში მიმდინარეობდა ომი ინგლსსა და საფრანგეთს შორის, ამ ომმა [[ასწლიანი ომი|ას წელს]] გასტანა. ამ პერიოდში ინგლისში გავრცელდა [[შავი ჭირი]]ს ეპიდემია, რამაც მრავალი ინგლისელი შეიწირა. [[1453]]-[[1487]] წლებში ინგლისში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი [[იორკები|იორკებსა]] და [[ლანკასტერები|ლანკასტერებს]] შორის, ამ ომს [[ვარდების ომი]] ეწოდა. საბოლოოდ გამარჯვება იორკებმა მოიპოვეს. ედუარდ იორკის გარდაცვალების შემდეგ ტახტი გადავიდა მისი ძმის [[რიჩარდ III (ინგლისი)|რიჩარდ III]]-ის ხელში. რიჩარდს აუჯანყდა ლანკასტების შორეული ნათესავი [[ჰენრი VII (ინგლისი)|ჰენრი ტიუდორი]]. [[1485]] წელს გამართულ ბრძოლაში გამარჯვება ჰენრიმ მოიპოვა.
 
ინგლისსა და უელსში დაიწყო ახალი დინასტიის [[ტიუდორი (დინასტია)|ტიუდორების]] მმართველობა. ჰენრი VII-ის გარდაცვალების შემდეგ [[1509]] წელს, ტახტი დაიკავა [[ჰენრი VIII]]-მ. ის თავიდან [[პიპი]]ს მხარდამჭერი იყო. თუმცა [[1534]] წელს მან პროტესტი გამოთქვა პაპის მიმართ. ინგლისის მმართველმა წრეებმა, მხარი დაუჭირეს ჰენრის დაპირისპრებას რომის პაპთან. ინგლისის პარლამენტმა გამოსცა აქტი, რომლის ძალითაც ჰენრი გახდა [[ინგლისის ეკლესია|ინგლისური ეკლესიის]] უზენაესი მეთაური. ინგლისის შემდგომმა მმართველმა [[მერი I (ინგლისი)|მერი I]]-მა სცადა კვლავ აღედგინა ინგლისში კათოლიკობა. ვინაიდან ინგლისის მოსახლეობის უმრავლესობა პროტესტანტი იყო, მერის კათოლიკური პოლიტიკა გადაულახავ წინააღმდეგობას წააწყდა. მას კი „სისხლიანი“ მერი უწოდეს. მერის გარდაცვალების შემედგომ ტახტი დაიკავა [[ელისაბედ I]]-მა.
 
[[ელისაბედის ხანა|ელისაბედის მეფობის პერიოდში]] მოხდა [[ესპანური არმადა|ესპანური არმადის]] დამარცხება. სწორედ ინგლისსა და ესპანეთს შორის მიდიოდა ბრძოლა პირველობისთვი. ამ პერიოდში იწყება ინგლისის როგორც კოლონიური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი. ინგლისის მიერ [[ამერიკა|ამერიკის]] კონტინენტზე დაარსებული პირველი კოლონია იყო [[ვირჯინია]]. [[1603]] წელს დედოფალ ელისაბედ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტიუტორებს უშუალო მემკვიდრე არ დარჩენიათ. ინგლისის ტახტი დაიკავა ტიუდორების ნათესავმა, [[შოტლანდია|შოტლანდიის მეფე]] [[ჯეიმზ I]] სტიუარტმა.
 
ჯეიმზის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი შვილი [[ჩარლზ II (ინგლისი)|ჩარლზ II]]. ურთიერთობა მეფესა და პარლამენტს შორის უკიდურესად დაიძაბა. [[1628]] წელს პარლამენტმა მიიღო „პეტიცია უფლებათა შესახებ“, მეფემ ეს დოკუმენტი დაამტკიცა იმ იმედით, რომ პარლამენტი მას თანხებს გამოუყობდა, მაგრამ ჩარლზის ვარაუდი არ გამართლდა. ამის გამო მეფემ [[1629]] წელს პარლამენტი დაითხოვა. [[1642]]–[[1651]] წლებში ქვეყანაში მიმდიანრეობდა [[ინგლისის რევოლუცია|სამოქალაქო ომი]], რომლის შედეგადაც მეფე ჩამაოგდეს და სიკვდილით დასაჯეს. ჩარლზის სიკვდილით დასჯის შემდეგ ინგლისში რესპუბლიკა დამყარდა. ამ ეგრეთწოდებული ინტერრეგნუმის პერიოდში (1649-1660 წლები) ინგლისში ფაქტობრივად სამხედრო დიქტატურა დამყარდა. ამ პერიოდში ქვეყანას მართავდა [[ოლივერ კრომველი]]. კრომველის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია შეიქმნა. [[1660]] წელს მოხდა სტიუარდების ხელისუფლების რესტავრაცია. [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] 70-იან წლებში ინგლისში ჩამოყალიბდა [[ვიგები]]ს და [[ტორები]]ს პოლიტიკური პარტიები. 1679 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰაბეას-კორპუს აქტი მიიღო. აქტი ადამანიანის უფლებებს იცავდა, სასამართლოს ენიჭებოდა მოქალაქეთა დაპატიმრების კანონიერების შემოწმება. [[1685]] წელს ჩარლზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი დაიკავა მისმა ძმა [[ჯეიმზ II]]-მ. [[1688]] წელს ქვეყანაში მოხდა მშვიდობიანი გადატრიალება, ქვეყნის სათავეში მოვიდა [[უილიამ III (ინგლისი)|უილიამ III]].
 
[[1689]] წელს მიღებული იქნა „ბილი უფლებათა შესახებ“, ამ კანონით ინგლისის მეფეს [[თემთა პალატა]]სთან შეთანხმებით უნდა ემოქმედა. [[ანა (დიდი ბრიტანეთი)|ანას]] გარდაცვალების შემდეგ ინგლისის ტახტი სტიუარტების შორეულ ნათესავ გერმანელ [[ჰანოვერთა დინასტია]]ს გადაეცა. სწორედ ამ პერიოდში ინგლისში საბოლოოდ დამკვიდრდა [[კონსტიტუციური მონარქია]].
 
ქვეყანაში დაიწყო [[ინდუსტრიული რევოლუცია]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინგლისი“-დან