გურული მოჯირითეები ამერიკაში: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[File:Georgian horsemen in Wild West Shows, USA, 1893.jpg|thumb|300პქ|გურული მოჯირითეები, 1893 წ.თეთრ ჩოხაში [[ივანე მახარაძე]]]]
 
თავდაპირველად გემით გურულები [[მარსელი|მარსელში]] ჩავიდნენ, იქიდან [[პარიზი|პარიზში]], შემდეგ ჰავრში. იქიდან კი ინგლისში. იმ დროს ლონდონის Earl's Court-ში მიმდინარეობდა საერთაშორისო მებაღეობის გამოფენა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთდ გაიმართა ბაფალობუფალო ბილის შოუს წარმოდგენები. სწორედ მას შეუერთდა ქართველთა ჯგუფი. ლონდონში გურულების, კაზაკების, როგოც მაშინ მოიხსენიებდნენ, გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დედოფალმ ვიქტორიამ მათი ნახვა უინძორის სასახლეში მოისურვა. 1892 წლის 25 ივნისს ქართველი მხედრები ივანე მახარაძის მეთაურობით ინგლისის სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების წინაშე წარდგნენ. აღტაცებულმა დედოფალმა წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქროვილი ალბომი გადასცა მათ.
 
ამერიკაში გურულები პირველად აღნუსხულნი არიან ადამ ფორეპას და იმავე ბაფალო ბილის შოუში. გურულები ამერიკაში ჩავიდნენ [[29 მარტი|29 მარტს]] გემით „ჩესთერი“. ესენი იყვნენ: პრინცი ერისთავი, ალექსანდრე ცინცაძე, გიორგი მაქსიმენიშვილი, რაფიელ თვალაძე, გასტონ მათითაშვილი, დიმიტრი და ფრიდა მგალობლიშვილები (ისინი საიმიგრაციო დეკლარაციაში აღნიშნულნი არიან როგორც პრინცი და პრინცესა დიმიტრი) და კიდევ რამდენიმე პიროვნება. გრაფაში „პროფესია“ გურულების გვარების გასწვრივ წერია მითითებული იყო მხედარი, შემდგომ დეკლარაციებში კი იწერებოდა არტისტი. მეორე ჯგუფი მხედრებისა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ჩავიდა [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]. 1893 წლის [[10 აპრილი|10 აპრილს]] გემით „სპარსეთის მონარქი“ ამერიკაში ჩასულ გურულთა შემადგენლობა ასეთი იყო: პრინცი ივანე მახარაძე, ლუკა ჩხარტიშვილი, ქიშვარდ მახარაძე, ყარამან კალანდარიშვილი, ივანე (პატარა) მეტსახელად „ჩოხაგრძელა“ მახარაძე, ს. დგებუაძე, სილიბისტრო მახარაძე, გიორგი კალანდარიშვილი, იოსებ ტალახაძე და პავლე მახარაძე.
144

რედაქტირება