მარტყოფის ღვთაების მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

176.221.199.4-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(ყველაფერი)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
(176.221.199.4-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
[[ფაილი:Martkofi monastery.jpg|thumb|350px|<center>მარტყოფის ღვთაების მონასტრის ხედი<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
'''[[მარტყოფი|მარტყოფის]] ღვთაების მონასტერი''' — მონასტერი [[საქართველო]]ში, [[გარდაბნის მუნიციპალიტეტი|გარდაბნის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[მარტყოფი]]ს მახლობლად, [[თბილისი]]დან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. მოქცეულია ტყით დაფარულ [[იალნოს ქედი|იალნოს ქედზე]]. '''ღვთაების მონასტერი''' დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის — მამა [[ანტონ მარტყოფელი]]ს მიერ [[VI საუკუნე]]ში.
 
ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]] აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს [[პლატონ იოსელიანი|პალტონ იოსელიანსაც]]. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა [[საქართველო|საქართველოში]] მოსული [[ასურელი მამები]]დან ერთ-ერთი, [[ანტონ მარტყოფელი]]. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად [[მარტყოფი]] მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.
 
XI ს., როდესაც [[კვირიკე III]] კახთა მეფემ [[კახეთის სამეფო]] საერისთავოებად დაყო, [[მარტყოფი]] [[რუსთავი|რუსთავში]] მჯდომ ერისთავს დაექვემდებარა, ეკლესიურად კი [[რუსთველი ეპისკოპოსი]]ს სამწყსო გახდა. მონასტერი მუდამ განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. 1265 წ., როდესაც [[ოქროს ურდო]]ს მბრძანებლის [[ბერქა]] ყაენის ლაშქრობას ქალაქი [[რუსთავი]]ც შეეწირა, საეპისკოპოსო კათედრალი რუსთავიდან სწორედ [[მარტყოფი|მარტყოფში]] გადმოვიდა.
 
ღვთაების მონასტერი სასტიკად აოხრდა [[თემურ ლენგი]]ს 1395 წ. შემოსევის დროს. მაშინ დაიკარგა ტაძარში დასვენებული [[მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი]], რომელიც [[ანტონ მარტყოფელი|ანტონ მარტყოფელმა]] [[ედესა|ედესიდან]] ჩამოაბრძანა და რომლის სახელიდანაც წარმოდგა მონასტრის სახელწოდება - ღვთაების მონასტერი.
 
XV ს. [[საქართველო]]ს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, კახეთის მეფე [[გიორგი I]]-მა (1466-1476 წწ)ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით კახეთის საერისთავოები გააუქმა და მათ ნაცვლად მთელი კახეთი ოთხ სადროშოდ დაყო. მათ სათავეში კი არა ერისთავები, არამედ ეპისკოპოსები ჩააყენა. მათ შორის მეოთხე სადროშოს და იმავე დროს ჯარის მარცხენა ფლანგის წინამძღოლად დანიშნულ იქნა რუსთველი ეპისკოპოსი, რომლის სასპასპეტოში შედიოდა გარე-კახეთი [[ქიზიყი|ქიზიყამდე]] და მარტყოფ-საგურამო, რეზიდენცია კი მარტყოფის მონასტერში იყო. აქ ინახებოდა სადროშოს საბრძოლო დროშა. მის ერთ მხარეზე გამოსახული იყო ხელთუქმნელი ხატი, მეორეზე კი [[წმინდა გიორგი]]. მედროშე ეპისკოპოსები სადროშოებს მოურავების საშუალებით მართავდნენ. ასეთივე მოურავი ჰყავდა მარტყოფსაც. მარტყოფის მონასტრის მნიშვნელობა განისაზღვრებოდა მისი მდებარეობით, რომელიც თავდაცვისათვის ხელსაყრელ ადგილს გულისხმობდა.
XVIII ს. დასაწყისში ერთხანს მარტყოფის მონასტერს აფარებდა თავს თურქთა ტყვეობიდან გაქცეული კახეთის მეფე [[კონსტანტინე II]] [[მაჰმად-ყული ხანი]]. ამის გამო იყო, რომ 1723 წ. [[თურქები|თურქებმა]] მარტყოფი დალაშქრეს, მოსახლეობა დაარბიეს, ტაძარი დაარბიეს და ხატები შემუსრეს.
ამავე XVIII ს. დასაწყისში კახეთის გამგებლის [[დავით II]] [[(იმამ-ყული ხანი)]]-ს ბრძანებით ღვთაების მონასტრისთვის უფლება მიუციათ [[პატარძეული]]დან მარტყოფამდის სამღებროები აეშენებინა, რაც მეცნიერთა აზრით იგივე საბაჟო უნდა ყოფილიყო.
 
მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც გახსნილი იყო სკოლა. პლატონ იოსელიანი წერს: „მამაჩემი იყო ამ სკოლის უკანასკნელი მოსწავლე“. სკოლამ არსებობა შეწყვიტა [[1752]] წელს ლეკთა თავდასხმის გამო.
 
საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა ღვთაების მონასტერმა XIX ს. დასაწყისამდე შეინარჩუნა. მაგრამ ლეკიანობის, თუ სხვა ჯურის მტრის შემოსევების შედეგად მარტყოფის მიდამოები მოოხრდა და გაუდაბურდა. 1811 წლისთვის [[რუსთავი]]ს საეპისკოპოსო სამწყსო მხოლოდ 8 სოფელსა და ერთ თავადს მოითვლიდა. [[რუსეთი]]ს მიერ [[საქართველო]]ს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ [[რუსთავი]]ს ეპარქიაც გაუქმდა.
თავად მარტყოფის ღვთაების მონასტერი მოქმედებდა 1934 წლამდე. შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს.
XX ს. 50-60-იან წლებში მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის [[ილია II]]-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წ. აღდგა. ამჟამად აქ [[აფხაზეთი]]ს ეპარქიაა თავშეფარებული.
მონასტრის ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებში განსაკუთრებულია 1918 წ. 26 აგვისტოს ღამე, როდესაც აქ თავის სენაკში ვერაგულად მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[კირიონ II]].
 
==არქიტექტურული ანსამბლი==