ბენიტო მუსოლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.236.52.127-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 124:
[[1929]] წელს მუსოლინიმ მოაგვარა პრობლემა, რომელიც [[1870]] წლის შემდეგ ძალიან მტკივნეული იყო [[იტალია|იტალიისთვის]] - ხელმოწერილი იყო [[ვატიკანი|ვატიკანთან]] ე.წ. „ლატერანის ხელშეკრულება“, რომელმაც დაარეგულირა ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ამან უფრო აამაღლა მუსოლინის ავტორიტეტი, ეკლესიამ კი შეუნდო მას წინანდელი ანტიკლერიკალური და მკრეხელური გამონათქვამები.
მუსოლინის საგარეო პოლიტიკა მისი მმართველობოს პირველ ათ წელიწადს გამოირჩეოდა სიფრთხილით და ზომიერებით.
 
=== ფაშისტური იტალიის იდეოლოგია ===
 
მუსოლინი ბრწყინვალე ორატორი და შესანიშნავი პროპაგანდისტი იყო. თავის ოსტატურ გამოსვლებში, მრავალათასიანი მიტინგებისას იტალიის სხვადასხვა რეგიონში, ქალაქად და სოფლად ის ახერხებდა არაჩვეულებრივი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან და ისტერიული გამოძახილის და უდიდესი თაყვანისცემის მიღებას.
 
გაზეთები აჭრელებული იყო მუსოლინის ფოტოებით, რომლებზეც ის გამოსახული იყო ენერგიულად "შრომის" პროცესში: აწყობდა აგურებს, არტყავდა უროს გრდემლზე, ცელავდა ყანას. ფოტოებს ამშვენებდა "დუჩეს" დევიზი: "შრომა მოგვიტანს ჩვენ წარმატებას!" ფოტოებმა, რომლებზეც თვალაცრემლებული "დუჩე"ეუბნებოდა უღატაკეს სამხრეთელ გლეხებს: "მე ვიზრუნებ თქვენზე, მე ვიცი, რა არის შიმშილი" - ყველას აუჩუყა გული. იტალიელებმა ირწმუნეს, რომ "დუჩე" არის თავმდაბალი გულკეთილი ადამიანი, და ამავე დროს გენიალური.
 
შეიქმნა მითი "დუჩე" (ბელადი) მუსოლინის ზეადამიანობის, ღმერთივით ყოველშემძლეობის, სამართლიანობის, დიდსულოვნების და უცოდველობის შესახებ. ამ მითიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა მითი [[ფაშიზმი]]ს შესახებ, რომელმაც იხსნა ქვეყანა ბოლშევიზმისგან და გზა გაუხსნა მას [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისრის]] [[რომი]]ს მემკვიდრეობისკენ.
 
"დუჩე" ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტი ფაშისტი არ უნდა ეძებდეს ადვილ ცხოვრებას, მისი მოვალეობაა იყოს ეფექტურობის, შეუპოვრობის, დინამიურობის მაგალითი. ის უნდა იყოს მუსოლინის ეპოქის ახალი ტიპის ადამიანი - მგზნებარე, გაბედული, მიზანდასახული, რომელიც თავდადებულად ემსახურება ფაშისტურ იდეალებს და ემორჩილება კორპორატიულ დისციპლინას. ფაშიზმის დოქტრინა "უარყოფს სახელმწიფის დემოკრატიულობის თეორიებს და აცხადებს, რომ განსხვავებით სხვა პრიმიტიულ დოქტრინებისგან, წინააღმდეგობა სახელმწიფისა და პიროვნებას შორის გადაწყვეტილია პიროვნების სრული დამორჩილებით სახელმწიფოსადმი". "ჩვენ მომხრენი ვართ კოლექტივიზმისა ინდივიდუალიზმის ხარჯზე" - ასწავლიდა "დუჩე".
 
განსხვავებით წინანდელი იტალიისთვის და სხვა დასავლური დემოკრატიებისთვის ჩვეული გარყვნილების, დეკადენტობის და კომფორტულობისაგან, "[[ფაშისტი]]ს ცხოვრება არ უნდა იყოს იოლი". "მუდმივად მზადყოფნა" - ასეთია [[ფაშისტი|ფაშისტების]] დევიზი. [[ფაშისტი]] მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს, მას არ აქვს უფლება მიეცეს სულიერ და მორალურ სიზარმაცეს, უნდა შეეძლოს უარყოს პირადი სიამოვნება და თავდავიწყებით ემსახუროს ფაშისტურ იდეალებს და იყოს მუსოლინის ეპოქის ახალი ტიპის ადამიანი.
 
[[ფაშიზმი]]ს აპოლოგეტები ამტკიცებდნენ, რომ ფაშიზმი არ ეწინააღმდეგება იტალიის ისტორიას, რომ [[ჯუზეპე გარიბალდი|გარიბალდი]] და [[მაძინი, ჯუზეპე|მაძინი]] გულში [[ფაშისტი|ფაშისტები]] იყვნენ.
 
პროპაგანდის გარდა ხალხზე ემოციური ზემოქმედებისთვის შემოღებული იყო სიმბოლოები, ლიტურგიული ფორმულები, ქორეოგრაფიული მისტერიები და გრანდიოზული აღლუმები, რომლებიც მუსოლინის გაგებით [[ფაშიზმი|ფაშიზმს]] ზებუნებრივ მოვლენას ამსგავსებდა და კლასიკური [[რომი]]ს სულისკვეთებას სძენდა.
 
იტალიელთა დიდ ნაწილში, განსაკუთრებით პატრიოტულ ახალგაზრდობაში, "დუჩეს" იდეოლოგიამ აღიარება მოიპოვა და თავისუფლების შეზღუდვა მიჩნეული იყო, როგორც ახალი "რისორჯიმენტოს" (აღორძინების) მისაღწევად აუცილებელი საფასური.
 
ფაშისტურმა იდეოლოგიურმა კონცეპციებმა და რიტუალურმა პროცედურებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერზე ადოლფ გიტლერზე, რომელიც აღტაცებული იყო მუსოლინის პიროვნებით. [[1926]] წელს [[ჰიტლერი|ჰიტლერმა]] მისწერა მუსოლინის თხოვნით, ეჩუქებინა მისთვის თავისი სურათი ავტოგრაფით, რაზეც მუსოლინიმ იგნორირება მოახდინა. მართალია, არის ეჭვები, რომ იტალია ფინანსურად ეხმარებოდა ნაცისტებს [[1932]] წელს, მაგრამ მუსოლინის არ ჰქონდა სურვილი შეებღალა თავისი რეპუტაცია იმ "საეჭვო ავანტიურისტთან" ღია კონტაქტით, რომელიც მათი ლიდერი იყო. მას სურდა, რომ ფაშიზმს, როგორც პოლიტიკურ მიმდინარეობას, მსოფლიმში პატივისცემა და აღიარება მოეპოვა და არ ყოფილიყო შებღალული ნაციონალ-სოციალიზმით, რომელიც მუსოლინის იმდროინდელი შეხედულებით, იყო "უღრანი ტყიდან გამოსული ტევტონური ტომების ამბოხი". რაც შეეხება ნაციტური იდეოლოგიის ფუძემდებელ თემას გაბატონებული რასის შესახებ, მუსოლინი მას იდიოტურ უაზრობად მიიჩნევდა და ანტისემიტიზმს კი "გერმანულ ბოროტებას" ეძახდა. [[1932]] წელს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: იტალიაში არ არსებობს ებრაელური საკითხი, რადგან ის არ შეიძლება არსებობდეს გონიერი მართველობის მქონე ქვეყანაში."
 
== გარდაცვალება ==