ფრენსის იანგჰაზბენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
 
==შეჭრა ტიბეტში==
1903 წელს [[ინდოეთი]]ს ვიცე-მეფემ კერზონმა უფლება მიანიჭა იანგჰაზბენდს სამხედრო [[ესკორტი]]ს თანხლებით ეწარმოებინა მოლაპარაკებები სავაჭრო და სასაზღვრო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით. როცა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ინგლისელებმა გენერალ-მაიორ მაკდონალდის მეთაურობით ქვეყანას შეუტიეს. ამასთან, მოლაპარაკების მეორე ცდაც უშედეგოდ დასრულდა. ინგლისელებმა მოაწყეს ახალი სამხედრო ექსპედიცია იანგჰაზბენდის მეთაურობით ტიბეტში. იანგჰაზბენდმა კი შტურმით აიღო [[ტიბეტი]]ს დედაქალაქი [[ლჰასა]].
 
[[XIII დალაი-ლამა]] და მისი სასახლის კარი გაიქცა [[მონღოლეთი|მონღოლეთში]] და შეეცადა [[რუსეთი]]ს სამხედრო მხარდაჭერის მოპოვებას. თუმცა მაშინ რუსეთს საგარეო–პოლიტიკური პრობლემები ჰქონდა (1904-1905 წწ. [[რუსეთ-იაპონიის ომი]]) და მან ვერ შეძლო დახმარების აღმოჩენა ტიბეტისთვის. იმავე დროს ლჰასაში დარჩენილი პოლიტიკური ელიტა იძულებული გახდა დათანხმებულიყო არათანაბარუფლებიანი ხელშეკრულების დადებას.
 
ამ ოპერაციისათვის იანგჰაზბენდი დააჯილდოვეს რაინდის წოდებით.