ლუი ანრი I (კონდეს პრინცი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 20 იანვარი}}{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = ლუი ანრი I
|სურათი = Gobert, attributed to -Louis Henri of Bourbon, Prince of Condé - Versailles, MV3727.jpg
ხაზი 29:
== ბიოგრაფია ==
=== ადრეული წლები ===
ლუი ანრი დაიბადა 1692 წლის 18 აგვისტოს ვერსალის სასახლეში. იგი იყო კონდეს პრინც [[ლუი III (კონდეს პრინცი)|ლუი III]]-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის მეფე [[ლუი XIV]]-ისა და მისი სამეფო საყვარლის, [[მადამ დე მონტესპანი|მადამ დე მონტესპანის]] უფროსი ლეგიტიმური ქალიშვილის, [[ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი|ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის]] მეორე და უფროსი ვაჟი.
 
იგი "დიდი კონდეს" შვილიშვილი იყო მამის მხრიდან და ატარებდა "სისხლისმიერი პრინცის" წოდებას. გარდა ამისა, მას ასევე ჰქონდა ენგიენისა და ბურბონის ჰერცოგის ტიტულები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იგი მეფის ვაჟისა და მისი ძმის შვილის შემდეგ, რიგით მესამე ტახტის მემკვიდრე იყო. მის შესახებ სამეფო კარის მემატიანე წერდა:
ხაზი 40:
 
=== რეგენტობა ===
1715 წლის სექტემბრის დასაწყისში ლუი XIV გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ხუთი წლის შვილთაშვილი [[ლუი XV]] ავიდა, რომლის რეგენტადაც ლუი XIV-ის ძმის შვილი, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II დაინიშნა. ამ დროს 23 წლის ლუი ანრი რეგენტის პირველი კონსული ხდება.
 
1718 წელს იგი თანამდებობიდან მოხსნეს და მის ადგილას მისი ბიძა, ლუი XIV-ის ვაჟი, მაინის ჰერცოგი [[ლუი ავგუსტ დე ბურბონი|ლუი ავგუსტი]] დაინიშნა, თავად ლუი ანრი კი მეფის განათლებაზე მეთვალყურედ გადაიყვანეს. ეს მოხდა 26 აგვისტოს, როდესაც ლუი XIV-ისა და მონტესპანის ვაჟები სამეფო საბჭომ ლეგიტიმურ შვილებად სცნო, რამაც ლუი ანრი ცხადია ტახტსა და ძალაუფლებას კიდევ უფრო ჩამოაშორა. მისთვის დამამცირებელი იყო მცირეწლოვანი მეფის მასწავლებლებთან კონტაქტი და მათთან მუშაობა.
 
სწორედ ამ პერიოდში აღწევს პიკს ლუი ანრის წინააღმდეგ მიმართული ჭორები, სადაც იგი აღწერილია როგორც გაუმაძღარი, ცუდი მანერების მქონე, გაუნათლებელი და ამბიციური კაცი, თუმცა ასე არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მას სამეფო კარის მემატიანე სულელ კაცს უწოდებს, რომელიც მხოლოდ ნადირობასა და სიამოვნებაზე ფიქრობდა.
ხაზი 59:
 
=== მეფის ნიშნობები ===
ლუი ანრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული მიღწევა იყო მეფე ლუი XV-ის ქორწინების მოწყობა. 1721 წლიდან ლუი XV დანიშნული იყო ესპანეთის მეფე [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V]]-ის უფროს ასულ [[მარიანა ვიქტორია ესპანელი|მარიანა ვიქტორია ესპანელზე]], რომელიც ნიშნობის შემდეგ საფრანგეთის სამეფო კარზე ცხოვრობდა. ნიშნობის დროს მარიანა ვიქტორია მხოლოდ სამი წლის იყო, ლუი XV კი თერთმეტის. 1724 წელს მეფე თოთხმეტი წლის გახდა, თუმცა სანამ მარიანა ვიქტორია ქორწინებისათვის შესაბამის ასაკს (რომელის იმ დროს 14 წელი იყო) მიაღწევდა, კიდევ მრავალი წელი იყო დარჩენილი. ბევრი ფიქრობდა, რომ ამის გამო გარკვეული პერიოდით საფრანგეთი მემკვიდრის გარეშე დარჩებოდა. ეს განსაკუთრებით თავად ლუი XV-ს აღელვებდა, რომელიც ფიქრობდა, რომ თუ იგი მემკვიდრის გარეშე გარდაიცვლებოდა, ფილიპე V მასთან დადებულ უტრეხტის ხელშეკრულებას უარყოფდა და საფრანგეთის ტახტსაც დაეპატრონებოდა.
 
ცნობილია, რომ ლუი ანრისა და მის საყვარელ მადამ დე პრიესაც დიდად არ მოსწონდათ მეფის კვლავ ესპანეთის ინფანტაზე ქორწინების იდეა (ვინაიდან მის წინამორბედებს, ლუი XIV-სა და [[ლუი XIII]]-ს ასევე ესპანეთის მეფის ასულები ჰყავდათ ცოლებად), თუმცა ნიშნობის ჩაშლას მაინც ვერ ბედავდნენ, რადგანაც ესპანელების რეაქციის ეშინოდათ. ამას დაერთო ისიც, რომ 1724 წელს ფილიპე V-ის ვაჟის, პრინცი [[ლუის I (ესპანეთი)|ლუისის]] ცოლი [[ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი|ლუიზ ელიზაბეტი]], რომელიც ლუი XV-ის ბიძაშვილი იყო, დაქვრივების შემდეგ ესპანელებმა უხეშად დააბრუნეს საფრანგეთში, რამაც მარიანა ვიქტორიასა და ლუის შორის პირველი დიდი ბზარი გააჩინა.
 
ამ ყოველივეს საპასუხოდ ლუი ანრის ბრძანებით მარიანა ვიქტორიასა და მეფის ნიშნობა გაუქმდა და აპრილში იგი ესპანეთში დააბრუნეს, რის შემდეგაც მეფისათვის მეორე საცოლის ძიება დაიწყო. თავდაპირველად ლუის საცოლეებად ლუი ანრი ინგლისის მეფე [[ჯორჯ II]]-ის ასულებს: ანას ან ამელიას განიხილავდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა, როდესაც მათ უარი განაცხადეს კათოლიციზმის მიღებაზე.
 
ამის შემდეგ კიდევ მრავალი საპატარძლო შეირჩა და ჩაიშალა მოლაპარაკებები ისეთ კანდიდატებთან, როგორებიცაა რუსეთის იმპერატრიცა [[ელისაბედ I (რუსეთი)|ელიზავეტა I]], პრინცესა [[ანა შარლოტ ლოთარინგიელი]] და ლანდგრაფინია [[კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი]] (რომელიც შემდეგში მეფის ნაცვლად თავად ლუი ანრის გაჰყვა ცოლად).
 
=== მარია ლეშჩინსკა ===
საბოლოო არჩევანი ლუი ანრიმ პოლონეთის მეფე [[სტანისლავ I]]-ის უმცროს ქალიშვილ [[მარია ლეშჩინსკა|მარია ლეშჩინსკაზე]] შეაჩერა. ამ დროისათვის სტანისლავ I უკვე ჩამოგდებული იყო პოლონეთის ტახტიდან და შვედეთის მეფე კარლ XII-ის კარზე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ცნობილია, რომ გარდა შვედებისა, სტანისლავსა და მის ცოლ-შვილს თავად რუსეთის საიმპერატორო კარიც მფარველობდა და აფინანსებდა. მარია მართალია დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა, თუმცა იგი ძალიან განათლებული, მოხდენილი, გემოვნებიანი, დახვეწილი და ღვთისმოსავი კათოლიკე გოგონა იყო, რასაც ისიც ემატებოდა, რომ წარმოშობით იგი პოლონეთის პრინცესა იყო, რაც მას საფრანგეთის მეფის შესაფერის საცოლედ აქცევდა.
 
მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი მზითვი არ მოჰყოლია, თუმცა მან ლუი მოხიბლა. საქორწინო ხელშეკრულება ლუი ანრიმ შეადგინა, რომლის მიხედვითაც სტანილავ I-ს სამართავად ლოთარინგია ებოძებოდა და მას პოლონეთის დაბრუნებასაც აღუთქვამდნენ, სანაცვლოდ კი იგი ნებისმიერ დროს უნდა გამოსულიყო როგორც საფრანგეთის სამხედრო მოკავშირე.