ართვინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 49:
 
== ისტორია ==
ართვინი ფეოდალური საქართველოს ისტორიული პროვინციის [[კლარჯეთი]]ს ქალაქი იყო. მდებარეობდა მეტად მნიშვნელოვანი გზების შესაყარზე. ერთმანეთთან აკავშირებდა, ერთი მხრით, [[კარნუ-ქალაქი|კარნუ-ქალაქს]] ([[ერზურუმი (ქალაქი)|არზრუმს]]), [[ბაიბურთი|ბაიბურთს]], [[არტაანი|არტაანს]], [[არტანუჯი|არტანუჯსა]] და, მეორე მხრით, ბათუმ-გონიოსა და ხუფათს. მდ. ჭოროხის აუზი და, კერძოდ, ართვინი ძველთაგანვე [[კოლხეთი]]ს ბრინჯაოს [[მეტალურგია|მეტალურგიის]] მნიშვნელოვანი კერა იყო. ამ ადგილას ჯერ კიდევ [[გვიანდელი ბრინჯაოს ხანა]]ში გაჩნდა დასახლება, რომელიც [[VIII საუკუნე|VIII]]-[[IX საუკუნე]]ებში ფეოდალური ქალაქი გახდა. ართვინი თავდაპირველად ქართველთა საკურაპალატოს ეკუთვნოდა, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ [[სამცხე-საათაბაგო]]ს მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] ბოლოდან, სამხრეთ საქართველოს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] მიერ დაპყრობის შემდეგ, ართვინი დაკნინდა. ოსმალეთის იმპერიის შემდაგენლობაში ქალაქი ართვინი ეკუთვნოდა [[ლაზისტანი]]ს სანჯაყის [[ლივანა]]ს კაზას. 1878 წლიდან შევიდა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში როგორც ოკრუგის ცენტრი. 1882 წლისთვის ქალაქში იდგა 2 სომხური გრიგორიანული, 3 სომხური კათოლიკური ეკლესია, ტყავის სამი ქარხანა, 7 სკოლა. 1918-1921 წლებში, ართვინი [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] შემადგენლობაშიაშემადგენლობაში შედიოდა. [[1921]] წლიდანწელს დადებული ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, ართვინი ისევ [[თურქეთი]]ს საზღვრებშიასაზღვრებში მოექცა.
 
==დემოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ართვინი“-დან