ედვარდ მუნკი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
 
== ბიოგრაფია==
[[ფაილი:The Scream.jpg|მინი|[[კივილი]] (1893)]]
მუნკი აღიზარდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. მამამისი, ქრისტიან მუნკი- ისტორიკოს პეტერ ანდრეას მუნკის ძმა- იყო ღრმად მორწმუნე სამხედრო ექიმი მოკრძალებული შემოსავლით. 44 წლის ასაკში იქორწინა ვაჭრის ქალიშვილზე, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო და რომელიც 33 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ედვარდი ამ დროს 5 წლის იყო. თავად ედვარდსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. მისი უფროსი და სოფიაც ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა. ედვარდის უმცროსი და ლაურა კი "მელანქოლიის" ( დღეს დეპრესიის) გამო მკურნალობდა. 5 და-ძმისგან მხოლოდ ედვარდის ძმამ ანდრეასმა იქორწინა. იგი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
 
==შემოქმედება==
[[ფაილი:TheEdvard ScreamMunch - Madonna - Google Art Project.jpg|მინი|[[კივილიმადონა (მუნკი)|მადონა]] (18931894)]]
მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია "კივილი", უფრო ზუსტად, ესაა მსგავსი ნახატების სერია. თავდაპირველად ტილოს „სასოწარკვეთილება“ ერქვა. ამ სურათზე გამოსახული საშინელების სახე, რომელსაც მუნკი მთელი ცხოვრება ჰქმნიდა, დღესდღეობით კონცეპტუალური ხელოვნების სიმბოლოა.