გუდანის ჯვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(188.169.85.132-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Island-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
'''გუდანის ჯვარი''' — წარმართული ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო [[ხევსურეთი|ხევსურეთში]]. გადმოცემით, პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ სოფ. [[გუდანი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|გუდანში]]. ხევსურულ სადიდებელთა ტექსტებში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის[[ბაადური]]ს სახელით. ითვლებოდა ხევსურეთის 3 ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების - საარაბულოს, საჭინჭარაულოს, საგოგოჭუროს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად. გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (გარეშე მტერზე ლაშქრობა, დაზავება, მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და ა. შ.). იგი ძირითადად მოლაშქრე ღვთაებად მიაჩნდათ. მიეწერებოდა თავისი საყმოს დაცვა-პატრონობის ფუნქციაც (მოუსავლიანობა, ავადმყოფობა, ხიფათი და სხვა). მისი კულტი გავრცელებული იყო მეზობელ მთიელებშიც (თუშეთი, ჩაჩნეთი, ინგუშეთი).
 
==ლიტერატურა==
144

რედაქტირება