Yle: განსხვავება გადახედვებს შორის

20 ბაიტი დაემატა ,  2 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა მედია
| სახელი = YLE- Yleisradio
| ლოგო = [[ფაილი:Ylen logo.svg|220px]]
| სურათი =
'''ფინეთის სამაუწყებლო კომპანია''' ({{lang-fi|Yleisradio}}, {{lang-sv|Rundradion}}), შემოკლებით '''YLE''' — [[ფინეთი]]ს ეროვნული საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანია; დაარსდა [[1926]] წელს. YLE არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბევრი თავისებურებით თავის ბრიტანულ ანალოგს, [[BBC]]–ს ემსგავსება. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 3 200 ადანიანი. მისი აქციების 99.98 % წილს [[ფინეთი]]ს სახელმწიფო ფლობს.
 
დღესდღეობით, კომპანიაში ერთიანდება 4 ეროვნული სატელევიზიო არხი, 13 რადიოარხი და 25 რეგიონული რადიოსადგური. იქიდან გამომდინარე, რომ ფინეთი ოფიციალურად მრავალენოვანი სახელმწიფოა და მისი მოსახლეობის 5,5% შვედურად საუბრობს, Yle Yleisradio ასევე აწარმოებს რადიო და სატელევიზიო გადაცემას შვედურად, რომელსაც ''შვედური YLE'' ჰქვია (Svenska YLE). უცხოენოვანი ფილმები და შოუები კომპანიის არხებზე ძირითადად სუბტიტრებით გადის. დუბლირება მხოლოდ საბავშვო ანიმაციურ ფილმებზე გამოიყენება.
YLE ერთ–ერთი იყო იმ 23 სამაუწყებლო ორგანიზაციიდან, რომლებმაც 1950 წელს [[ევროპის მაუწყებელთა კავშირი]] დააარსეს. 2007 წელს მან უმასპინძლა [[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007|ევროვიზიის სიმღერის კონკურსს]] ფინეთის დედაქალაქ [[ჰელსინკი|ჰელსინკიში]].