ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები: განსხვავება გადახედვებს შორის

::::::სასაცილოა. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 14:14, 19 იანვარი 2019 (UTC)
::სასაცილოა თუ სატირალი არ ვიცი, მეგრამ ერთი რამ ფაქტია: მომხმარებელი Deu მიზანმიმართულად ცდილობს ჩემი წვლილი არაფრად ჩააგდოს და ახდენს ჩემ დისკრედიტირებას, ამას უკვე სისტემური სახე მიეცა. ნამდვილად სატირალი ის ფაქტია, რომ მომხმარებელი Deu ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე აქტიურია მარტო განხილვების გვერდებზე და დისკუსიებში, სადაც ახდენს სხვა მომხმარებლების დისკრედიტირებას. ალბათ მას ლომის წილი ეკუთვნის დისკუსიებში ნაწერით, ეს რესურსი სწორად რომ გამოეყენებინა, ახლა ალბათ ჩემსაზე უკეთესი რამდენიმე რჩეული სტატია ექნებოდა ვიკიპედიას. მე არ ვდავობ იმ ფაქტზე, რომ შეცდომები მაქვს სტატიებში, თუმცა ვინმეს წინ ავუდექი ასეთი სტატიების გასწორების დროს? თვითონ Deu-მ კარგად იცის ამაზე პასუხი, მას აქვს შესწორებული ჩემი ერთ-ერთი სტატიაც და რა, შევედავე ამ ფაქტზე? მომხმარებელი Deu უკვე ჩასაფრების პოლიტიკას ატარებს, მოყოლებული წინა წლის ივლისიდან ის მიზანმიმართულად ჯერ ადმინისტრატორ მიხეილს, შემდეგ კი უკვე ყველა ადმინის დისკრედიტირება დაიწყო. ამის ნათელი მაგალითია [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90&diff=3599476&oldid=3538865&diffmode=source ეს ფაქტი]. ახლა კი ჯერი ჩემია. ბოლოს კი თავისთავს ისე წარმოაჩენს ხოლმე, ვითომ ჩვენ ვიყოთ უზურპატორები და ის მსხვერპლი. ძალიან სამწუხარო ფაქტია. მომხმარებელ Deu გამო ხშირად სურვილიც კი არ მქონია ქართულ ვიკიში მუშაობის, თუმცა ჩავთვალე, რომ ვიკიპედია ამას არ მოითმენს და ისევ გავაგრძელე მუშაობა. ფაქტია! რომ კონკრეტული მომხმარებლის გამო ვიკიპედია სტაგნაციამდე მიდის და საზოგადოებას სჭირდება მშვიდი გარემო სამუშაოდ, რასაც ხელს უშლის მომხმარებელი Deu. ვიმედოვნებ, რომ ვიკისაზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. პატივისცემით --[[მომხმარებელი:Mehman97|<span style="color:#ff0500">'''''Mehman'''''</span>]] [[მომხმარებელი განხილვა:Mehman97|<span style="color:#0500ff">'''''97'''''</span>]] 14:55, 19 იანვარი 2019 (UTC)
 
შეცდომებზე მითითება და მომხმარებლებისთვის იმის შეხსენება, რომ რაღაცის შესაფასებლად საჭიროა, მინიმუმ ამ რაღაცას გაეცნო, ეს რატომ არის ვინმეზე ან რაიმეზე თავდასხმა? საიდან მოვიდა საერთოდ ეს მიდგომა? როდის მერე გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ და არაფერზე მითითება არ გვჭირდება (კიდევ უარესი, არავის აქვს ამის უფლება)? რა უბედურებაა? ადმინისტრატორებთან მექნება თხოვნა, სადამსჯელო ადმინისტრაციული ქმედებების განხორციელებისას კარგად განმარტონ, რაში გამოიხატა დარღვევა და რის შესაბამისად ისჯება ესა თუ ის მომხმარებელი კონკრეტულ შემთხვევაში. „ფაქტია, რომ ასეა“ არ არის არგუმენტი. გიო ოქრომ რა დააშავა, არც ეგ მესმის.
 
დავითის განცხადებას რაც შეეხება, სწორი და სამართლიანი შენიშვნაა, რომელსაც საკუთარ თავზეც ვიღებ. მაგალითის სახით მოყვანილი სტატიებისთვის მე არ მიმიცია ხმა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც სტატიის წაუკითხავად გამიკეთებია ეს, რაც ძალიან ცუდია და არ ვამაყობ ამით. მგონი, რეგულარულად მხოლოდ დავითი და პაატა მონაწილეობენ ამ პროცედურაში სწორად. მივბაძოთ მათ.
 
აქვე ვიტყვი, რომ უნდა შევეშვათ „სტატიის ავტორის“ ცნების აქტიურად გამოყენებას. მე კი შეიძლება ავდექი და დავწერე/ვთარგმნე სტატია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე დამატებითი უფლება ან ვალდებულება მაქვს (ერთგვარი პასუხისმგებლობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვანდალიზმი ჩავიდინე ამ სტატიაში). სხვა შემთხვევებში სტატია ისევე მეკუთვნის მე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. ამიტომ არ არის ხოლმე აუცილებელი, სტატიაში არსებული შეცდომების გასწორება თუ სტატიისთვის რაიმე ტექსტის შემატების შესაძლებლობა ან მისი სექციების სისტემატიზაცია/გასწორება თუ სხვა საქმენი მხოლოდ მის მთარგმნელს/დამწერს დავაკისროთ (ეს შენიშვნაც ვრცელდება ჩემზე ასევე).
 
მეჰმან, დავითი შენს დისკრედიტირებას რანაირად ახდენს ან როგორ აკნინებს შენს წვლილს? :დ ეს შენიშვნები მიემართებათ ხმის მიმცემებს, რომლებიც იმსახურებენ კიდევაც მათ. შეცდომები გქონდა, ფაქტია. ეს ფაქტი მხოლოდ აღნიშნა დავითმა და არავითარი პრეტენზია არ წამოიყენებია. არავის რომ არ აუდექი წინ, დავითიც მაგაზე ლაპარაკობს: უნდა ვიკითხოთ და ვასწოროთ სტატიები. თვითონაც გაუსწორებია სტამბოლში რაღაც შეცდომები, როგორც ახლა ვნახე. კოლეგიალურობის ნაწილია ეს და პირადად მე, მაგ სტატიის „ავტორი“ რომ ვყოფილიყავი, მადლობასაც გადავუხდიდი. ნუ აღვიქვამთ ყველაფერს აგრესიად, გთხოვთ.--[[მომხმარებელი:SHOTHA|<font color="#45b94d">შოთა</font>]] <small><sup>[[მომხმარებელი განხილვა:SHOTHA|<span style="color:#ff0000">(განხილვა)</span>]]</sup></small> 15:03, 19 იანვარი 2019 (UTC)