ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ''' — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი. თავდაპირველად ტაძარი გოთური აღორძინების დიზაინით ააგეს [[1900]] წელს. ეკლესია მდებარეობს შავი ზღვისპირა ქალაქ [[ბათუმი|ბათუმში]], აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
 
ის აშენდა როგორც კათოლიკური ეკლესია. [[Ანსელმო მღებრიშვილის|ანსელმო მღებრიშვილის]] თაოსნობით, ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის მეცენატმა და მეწარმემ [[სტეფანე ზუბალაშვილი|სტეფანე ზუბალაშვილმა]] მხატვრები და არქიტექტორები იტალიიდან მიიწვია და ეკლესია დედის ხსოვნას მიუძღვნა. მისი აგება ძმები [[ზუბალაშვილები]]ს დედის — ელისაბედის ოცნება ყოფილა. გარდაცვალების წინ დედას სტეფანესთვის სიტყვიერად უთხოვია ბათუმში „წმინდა ტაძრის აგება“ მისი სულის მოსახსენიებლად. მშენებლობის ღირებულებამ 250 ათას რუბლს მიაღწია.
 
საბჭოთა პერიოდში ეკლესია დაიხურა და სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. მათ შორის იყო მაღალი ძაბვის ლაბორატორია და არქივი. [[1970]] წელს ეკლესიის შენობა შეაკეთეს და [[1980]] წელს გადასცეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. [[1989]] წლის 16 მაისს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა [[ილია II]]-მ ეკლესია აკურთხა, და დაახლოებით 5000 ადამიანი მონათლა.