ოროველა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
 
ხაზი 1:
'''„ოროველა“''' (ორელ, ოროელ, ოროველი, ორველი), [[ქართული ენა|ქართული]] ხალხური შრომის სიმღერა. გავრცელებულია [[ქართლი|ქართლსა]] და [[კახეთი|კახეთში]]. უკავშირდება მიწისა და მოსავლის წარმართული ღვთაების ოროველის კულტს (მაგ., „ოროველ, ორმო ჩასთხარე ქვიანი, მოგვეც ბარაქა“). მღერიან გუთნით მიწის ხვნის, კალოზე პურის ლეწვისა და განიავების დროს. ამის მიხედვით სიმღერას სხვადასხვა სახელწოდებაც აქვს: [[გუთნური]], [[კალოური]], [[კევრული]] (ოროველა მათი ზოგადი სახელია). ამ სიმღერებს მსგავსი მეტრ-რიტმული ინტონაცია და პოეტური ტექსტი აქვთ. ოროველა ერთხმიანია (იშვიათად — ორხმიანი). ასრულებს მამაკაცთა ჯგუფი. გვხვდება [[სომხური ფოლკლორი|სომხურ ფოლკლორშიც]] (ოროველ, აროველ, ორველ, რაველ, ოროლ, დოროლ); სომხური ოროველა მუსიკალური აღნაგობითა და სიტყვიერი ტექსტით ქართული ოროველას მსგავსია.
 
==ლიტერატურა==
*''მამალაძე თ.,'' შრომის სიმრეღებისიმღერები კახეთში, თბ., 1962;
*''ოქროშიძე თ.'', ქართული ხალხური შრომის პოეზია, თბ., 1963;
*''ჩიქოვანი მ.,'' ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975;
*''ჩხიკვაძე გ.,'' ქართული ხალხური მუსიკა, თბ., 1965;
{{ქსე|7|584|ჩხიკვაძე გ.}}
*''ჩხიკვაძე გ.,'' [[ქსე]], ტ. 7, გვ. 584, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოროველა“-დან