ქუთაისის საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 92:
[[1820]] წლის 4 მარტს რუსეთის ხელისუფლებამ იმერეთის აჯანყების მოთავეები, მათ შორის დოსითეოს ქუთათელი, ქუთაისში მოტყუებით შეიპყრო. დაკავების დროს დოსითეომა რუსებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ შემდეგ გონება დაკარგა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მიტროპოლიტი სალდათებმა სცემეს. 8 მარტს გადასახლებაში გაგზავნილი დოსითეოს ქუთათელი [[სურამი|სურამსა]] და გორს შორის გზაზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მიტროპოლიტის ცხედარი სათანადო პატივის გარეშე ანანურის ეკლესიაში დაკრძალეს.
 
[[1821]] წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით რუსეთის ეკლესიის სინოდმა ქუთაისი, გელათის და ხონის საეპისკოპოსოები გააუქმა და მათ მაგივრად იმერეთის ეპარქია დაარსადააარსა, რომლის კათედრალი ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესია გახდა. სინოდის ამ განკარგულებით ქუთაისის უძველესმა საეპისკოპოსო კათედრამ არსებობა შეწყვიტა. ახლადშექმნილი იმერეთის საეპისკოპოსოს მიტროპოლიტად ნიკორწმინდელი არქიეპისკოპოსი სოფრონი დაინიშნა, რომელიც 1843 წლამდე განაგებდა აღნიშნულ ეპარქიას. მის შემდეგ მიტროპოლიტი დავით წერეთელი გახდა, რომელიც [[1853]] წელს გარდაიცვალა. იმერეთის ეპარქიის მომდევნო მიტროპოლიტად გერმანე გოგილაშვილი დაინიშნა, რომელიც [[1860]] წლის 2 ივლისს ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ, მთავარეპისკოპოსმა Gგაბრიელ ქიქოძემ შეცვალა.
 
=== ეპისკოპოსები ===