სააქციო საზოგადოება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ბუღალტერია}}
'''სააქციო [[საზოგადოება]]''' (სს) — [[იურიდიული პირი]], რომელსაც აქვს აქციებად დაყოფილი საწესდებო [[კაპიტალი]]. საწესდებო კაპიტალის მინიმალური ნომილარული [[ღირებულება]] დგინდება კანონმდებლობით. საზოგადოების ყველა [[დოკუმენტი]] აღირიცხება საზოგადოების წიგნებში, რასაც ადასტურებს ყველა დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხელის მოწერით.
 
თუ [[აქციები]] გაცემულია სააქციო [[ბარათი]]ს სახით,მაშინ საზოგადოების წიგნში უნდა აღინიშნოს გაცემის თარიღი, ნომილარული ღირებულება და სააქციო ბარათის ნომერი. თუ არ არის სააქციო ბარათები გაცემული,მაშინ საზოგადოების წიგნში გაკეთებული [[რეგისტრაცია]] ცვლის სააქციო ბარათს. ამ შემთხვევაში აქციები სახელობით აქციებად უნდა გაიცეს. აქციონერთა მთავარი მოვალეობაა გადაიხადონ შესატანი განსაზღვრული აქციის მისაღებად. მათი პასუხისმგებლობა საზოგადოების ვალდებულებების მიმართ შემოიფარგლება აქციების შესაძენად გადახდილი თანხით, ანუ წილით სააქციო საზოგადოების კაპიტალში,ხოლო მათი წილი მოგებაში განისაზღვრება აქციის ნომინალური ღირებულების შესაბამისად. არ შეიძლება მიეცეთ აქციონერებს სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების [[დივიდენდები]]სა.