სერგეი ბაგაფში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 69:
}}
'''სერგეი ბაგაფში''' ({{lang-ab|Сергеи Багаҧшь}}; დ. [[4 მარტი]], [[1949]], [[სოხუმი]], [[საქართველო]] — გ. [[29 მაისი]], [[2011]], [[მოსკოვი]], [[რუსეთი]]<ref name="ჯი-ეიჩ-ენი">{{cite news|url=http://ghn.ge/news-43487.html |title=სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა |agency=„ჯი-ეიჩ-ენი“ |work=ახალი ამბები |publisher=[http://www.radiotavisupleba.ge/ პორტალი „ჯი-ეიჩ-ენი“] |date=29 მაისი, 2011 |accessdate=29 მაისი, 2011}}</ref><ref name="თავისუფლება">{{cite news|url=http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo-news/latest/1001/1001.html?id=24208498 |title=გარდაიცვალა სერგეი ბაგაფში |agency=რადიო „თავისუფლება“ |work=ახალი ამბები |publisher=[http://www.radiotavisupleba.ge/ რადიო „თავისუფლება“] |date=29 მაისი, 2011 |accessdate=29 მაისი, 2011}}</ref><ref name="Газета.Ru">{{cite news|url=http://www.gazeta.ru/news/lenta/2011/05/29/n_1860213.shtml |title=Президент Абхазии Багапш умер в Москве |agency=«Газета.Ru» |work=НОВОСТИ |publisher=[http://www.gazeta.ru/ «Газета.Ru»] |date=29 მაისი, 2011 |accessdate=29 მაისი, 2011|language=[[რუს.]]}}</ref>) — [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა#სეპარატისტული რეჟიმი|აფხაზეთის]] [[სეპარატიზმი|სეპარატისტული]] ხელისუფლების „პრეზიდენტი“ [[2005]] წლიდან [[2011]] წლამდე, ხოლო [[1997]]-[[1999]] წლებში — „[[პრემიერ-მინისტრი]]“.
 
სერგეი ბაგაფში 1949 წლის 4 მარტს დაიბადა ქალაქ [[სოხუმი|სოხუმში]]. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა [[საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი|საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში]] აგრონომის სპეციალობაზე.
 
2004 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც პოლიტიკურ მარათონში გადაიზარდა და შემდეგ წლამდე გაიწელა, მთავარი კანდიდატები – სერგეი ბაგაფში – საბჭოთა პერიოდის ოფიციალური პირი და რაულ ხაჯიმბა – ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი იყვნენ. ხაჯიმბა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ვლადისლავ არძინბას ჯგუფთან და მოსკოვის უშიშროების სტრუქტურებთან, ხოლო ბაგაფში, რომლის ცოლიც ეთნიკურად ქართველია, არძინბას მმართველობით განაწყენებულ წრეებისა და სხვა ეთნიკური წარმომადგენლების (სომხები, [[გალის რაიონი|გალის რაიონში]] მცხოვრები ქართველები) მხარდაჭერით სარგებლობდა, რომლებიც “რუსეთთან მეგობრობის, მაგრამ დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას ემხრობოდნენ. არჩევნები დაძაბული აღმოჩნდა; ორივე მხარე თავს გამარჯვებულად აცხადებდა და თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. ბაგაფში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა, თუმცა რუსეთის მთავრობა ცდილობდა შეეჩერებინა მისი 6 დეკემბრისათვის დაგეგმილი ინაუგურაცია, ზეწოლა მოეხდინა საზღვრისა და რკინიგზის ჩაკეტვით. რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, ბაგაფშის გუნდი "კრიმინალებად" მოიხსენია. საბოლოოდ, კომპრომისული გარიგება შედგა, დაინიშნა ახალი არჩევნები, რომელშიც ხაჯიმბა–ბაგაფშის ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებდა. 2005 წლის 13 იანვარს ორივე მათგანმა ახალი თანამდებობები დაიკავეს - რაულ ხაჯიმბამ ვიცე-პრეზიდენტის, ხოლო სერგეი ბაგაფშმა - პრეზიდენტის.
 
ბაგაფშის ხელისუფლებაში ყოფნის პერიდოში თბილისთან სამშვიდობო დიალოგი ისევ განახლდა. თბილისის მთავარმა მომლაპარაკებელმა [[ირაკლი ალასანია|ირაკლი ალასანიამ]] შეძლო მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენა და აფხაზურ მხარესთან ნდობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. მხარეებმა შეიმუშავეს შეთანხმება საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ, რაც აფხაზური მხარის ცენტრალურ მოთხოვნას წარმოადგენდა.
 
2008 წელს ბაგაფშის პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზურ-რუსული ურთიერთობები დაიძაბა, რუსული კომპანია „ინტერ რაო“-ს მიერ საქართველოსთან [[ენგურის ჰიდროელექტროსადგური|ენგურის ჰიდროელექტროსადგურის]] წილის შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების აფხაზეთის გვერდის ავლით წარმოებისათვის. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, „სწორედ ისინი უნდა კარნახობდნენპირობებს მოლაპარაკებაში.“ თუმცა, 2009 წლის მაისში ბაგაფშმა ჯერ აფხაზეთის რკინიგზის და [[სოხუმის აეროპორტი|სოხუმის აეროპორტის]] 10 წლით რუსეთისთვის გადაცემის გეგმა წარადგინა, ხოლო დეკემბერში გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთისათვის საჰაერო სივრცისა და ნავიგაციის კონტოლის გადაცემის შესახებ.
 
სერგეი ბაგაფშისა და [[დიმიტრი მედვედევი|დიმიტრი მედვედევის]] ზედამხედველობით გაფორმდა შეთანხმება გუდაუთის სამხედრო ბაზის 49 წლის ვადით რუსეთისათვის გადაცემის შესახებ.
 
[[რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი|რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის]] დროს, კერძოდ, 7 აგვისტოს, დაახლოებით 8:00 საათზე, რუსეთის მიერ კონტროლირებადმა „რასია TV“-იმ აჩვენა სერგეი ბაგაფშის მიმართვა აფხაზეთის ეროვნული უშიშროების საბჭოსადმი, რომელშიც ის აცახდებს, რომ რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ბატალიონი სამხრეთ ოსეთში შევიდა. სერგეი ბაგაფშმა საბჭოს განუცხადა, რომ ის ესაუბრა სამხრეთ ოსეთის ლიდერს, კოკოითს, რომელმაც აცნობა, რომ სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დასტაბილურდა რუსული კოლონის ჩასვლის შემდეგ.
 
10 აგვისტოს სერგეი ბაგაფშმა განაცხადა, რომ მან 1000 ჯარისკაცი გაგზავნა [[კოდორის ხეობა|კოდორის ხეობაში]] და რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა. ბაგაფშის განცხადებით, აფხაზეთი იმოქმედებდა დამოუკიდებლად და წესრგის დასამყარებლად. დაახლოებით, 18:30 საათისათვის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსული ჯარები და აფხაზური მილიცია განთავსდა და კოდორის ხეობა დაიბომბა. საბოლოოდ, კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შედეგად, 13 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კოდორის ხეობა დატოვეს.
 
სერგეი ბაგაფშის პრეზიდენტობისას, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. სატელევიზიო მიმართვაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მან სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება მიიღო სეპარატისტული მთავრობების მიმართვისა და რეფერენდუმების საფუძველზე (ე.წ სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმი ჩატარდა 1992 წელს და 2006 წლის ნოემბერში, ხოლო აფხაზეთში - 1999 წელს).
 
2011 წლის 21 მაისს მოსკოვის კლინიკურ საავადმყოფოში სერგეი ბაგაფშს ფილტვის ემფიზემის ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაგაფშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა 23 მაისს სიტუაცია გართულდა; 29 მაისის გამთენიისასბაგაფში გარდაიცვალა.
 
 
„პრემიერ-მინისტრობამდე“ იყო კერძო მეწარმე, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, რუსეთი, და აფხაზეთის კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი.
Line 91 ⟶ 110:
* [http://civil.ge/geo/article.php?id=22158&search=ბაღაფში ბაღაფში ირანთან კონტაქტებზე საუბრობს_civil.ge_23 დეკ.09]
* [http://civil.ge/geo/article.php?id=22334&search=ბაღაფში ბაღაფშის ინაუგურაცია სოხუმში_სივილ ჯორჯია, 12 თებ.10]
 
* [https://eurasianet.org/georgia-abkhazia-hands-airport-railway-over-to-russian-management Georgia: Abkhazia Hands Airport, Railway Over to Russian Management, Eurasianet, May 17, 2009]
 
* [https://www.reuters.com/article/idUSLA578672 Georgia rebel region sends troops to disputed gorge, Reuters, August 10, 2008.]
 
* [http://www.mpil.de/files/pdf4/IIFFMCG_Volume_II1.pdf Independent International Fact-Finding Mission on the Conflict in Georgia, Report, Volume II, September, 2009.]
 
* [https://www.radiotavisupleba.ge/a/1559048.html საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კოდორის ხეობა დატოვეს, რადიო თავისუფლება, 13 აგვისტო, 2008.]
 
* [http://kremlin.ru/events/president/transcripts/1222 Заявление Президента Российской Федерации Дмитрия Медведева, Президент России - официальный сайт, 26 августа, 2008 г.]
 
 
 
==ლიტერატურა==
 
* Cooley, A. and Mitchell, L. Engagement without Recognition: A New Strategy Toward Abkhazia and Eurasia's Unrecognized States, p 65, The Washington Quarterly, 33(4), 2010
 
* S.E. Cornell and S. Frederick Starr (eds.), The Guns of August 2008: Russia’s War in Georgia (New York, 2009), p. 151
 
* Marcel H. Van Herpen, Putin’s Wars: The Rise of Russia’s New Imperialism (2014), p. 224
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სერგეი_ბაგაფში“-დან