იმერეთის აჯანყება (1819-1820): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 37:
ჯარისკაცთა მწყობრში გაატარეს და ზუმბების ცემით მოკლეს.
 
ველიამინოვმა ქაიხოსრო გურიელის ძმის, დავითის წინააღმდეგ გაგზავნილ იქნა მაიორი მიხინი. დავით გურიელმა თავი შეაფარა [[ფოთი|ფოთს]], სადაც ოსმალების გარნიზონი იდგა. რუსებმა აიღეს სოფელი ღვედი. 21 აგვისტოს ველიამინოვი შევიდა ჩოხატაურში და 23 აგვისტოს მაიორი მიხინი გაგზავნა [[სურები (მხარე)|სურებში]]. მიხინმა 24-25 აგვისტოს დაარბია სურები და დავით ერისთავის მამული. რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა გურიის მთავრის სახლთუხუცესმა დავით მაჭუტაძემ. მან ფოთიდან გამოიხმო დავით გურიელი და სცადა [[გრიგოლეთი]]ს აღება. თავადმა გიორგი ნაკაშიძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იყო, გურიელს და მაჭუტაძეს გრიგოლეთის დაკავების საშუალება არ მისცა. მაჭუტაძემ 200 ადამიანთან ერთად [[ნიგოზდიდი]] დაიკავა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსების რაზმი ნიგოზდიდისკენ დაიძრა, ციხე დატოვეს. რუსებმა დაანგრიეს ნიგოზდიდის ციხე და გადაწვეს მაჭუტაძის სახლი. 27 აგვისტოს ნიგოზდიდის მოსახლეობამ რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. 28 აგვისტოს ველიამინოვმა ერმოლოვს მოახსენა, რომ აჯანყება გურიაში დამარცხებული იყო.
 
==შედეგები==