სოფიო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
 
[[რუსეთ-თურქეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-თურქეთის 1828–1829 ომი]]ს დროს სოფიო შეეცადა აღედგინა სამთავრო. მან ჯერ კიდევ 1827 წლიდან დაიწყო ურთიერთობის დაჭერა ქვემო გურიისა და აჭარის ბეგებთან, [[ფოთი]]ს ფაშასთან. რუსეთის ჯარის კავკასიის ფრონტის მარჯვენა ფრთის მმართველმა, გენერალ-მაიორმა კარლ ჰესსემ სოფიოს 1828 წლის აპრილში წინადადება მისცა, მძევლად ჩაებარებინა დავით მაჭუტაძე და შეეწყვიტა ოსმალეთთან ურთიერთობა. მაგრამ სოფიო აპირებდა დავით მაჭუტაძესთან დაქორწინებას და სამთავრო ტახტის აღდგენას. მაჭუტაძემ ფარულად მოიარა ფოთი, ბათუმი, ტრაპიზონი და ბოლოს მოახერხა, რომ სულთანს სოფიოსთვის მფარველობის ფირმანი გამოეგზავნა. 1829 წლის 9 მაისს ჰესსემ კვლავ მორჩილებისკენ მოუწოდა სოფიოს. 1 ივნისს სოფიომ მიიღო [[ტრაპიზონის ფაშა]]ს მიერ გაგზავნილი მოხელე, გურიის ოსმალეთის ქვეშევრდომობაში შესვლის დამადაასტურებელი სიგელი და ოსმალეთის სულთნის საჩუქრები.
 
გურიაში ანტიოსმალური განწყობა იმდენად დიდი იყო, რომ სოფიომ ხალხის მიმხრობა ვერ მოახერხა. რუსეთის მომხრე თავად-აზნაურებმა ოჯახები იმერეთში გახიზნეს, ლაშქარი შეკრიბეს და ჩოხატაურში რუსეთის ჯარს შეუერთდნენ. დავით მაჭუტაძემ სოფიოსთვის მხოლოდ 500 მოლაშქრე შეაგროვა. ივლისში აჰმედ-ფაშას მეთაურობით 4 ათასი კაცი გურიაში შეიჭრა, მაგრამ 15 ივლისს რუსებმა ფოთი აიღეს, 24 ივლისს ახალქალაქი და ემზადებოდნენ ახალციხეზე შეტევისთვის, წარმატებებს აღწევდნენ ბალკანეთის ფრონტზეც. ამიტომ აჰმედ ფაშა უკან გაბრუნდა ახალციხის გასამაგრებლად. სოფიოს ჯარმა სვიმონ ერისთავის ციხე გადაწვა და [[ასკანის ციხე]]ში შევიდა.
 
1828 წლის 30 სექტემბერს [[ლიხაური]]ს ბრძოლაში სოფიო დამარცხდა. რუსეთის ჯარმა გენერალ გესსეს მეთაურობით გურია დაიკავა, სოფიო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთში]] გაიქცა და ქობულეთში სარდალ ოსმან-ბეგთან მივიდა. მასთან ერთად წავიდნენ დავით მაჭუტაძე, გიორგი თავდგირიძე, ლაზარე ნაკაშიძე, 8 აზნაური და 56 მსახური. სოფიო იქვე გარდაიცვალა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოფიო“-დან