რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
 
==ომის მიმდინარეობა==
რუსეთ-თურქეთის1827 წლის 8 დეკემბერს ოსმალეთის სულთანმა გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ის აპირებდა სამხრეთ კავკასიაში პოზიციების აღდგენას. ომი გამოცხადდა 1828 წლის 14 აპრილს გამოცხადდა. შეტაკებების დაწყებისას რუსეთის არმია 92000 ჯარისკაცისგან შედგებოდა, ხოლო ოსმალეთის ძალები 150000-ს აჭარბებდა, რომელთაც [[ჰუსეინ ფაშა]] მეთაურობდა. [[1828]] წლის ივნისში რუსეთის მთავარმა ძალებმა იმპერატორ [[ნიკოლოზ I (რუსეთი)|ნიკოლოზ I]]-ის მეთაურობით [[დუნაი]] გადაკვეთეს და დობრუჯაში შეიჭრნენ. მანამდე, რუსეთის მთავარსარდალი მეფისწული [[პეტრე ვიგენშტაინი]] კი ვალახეთში შეიჭრა და [[ბრაილა]] და [[ბუქარესტი]] აიღო სირთულის გარეშე.
 
ამის შემდეგ ომი განივრცო კავკასიაში [[არზრუმი]]სა და [[აჭარა|აჭარის]] მიმართულებით. რუსეთმა 11 ივნისს დაიკავა ანაპის ციხე, 23 ივნისს — ყარსის ციხე, 15 ივლისს — [[ფოთი]], 24 ივლისს — [[ახალქალაქი]], 26 ივლისს — ხერთვისის ციხე, 15 აგვისტოს — ახალციხის ციხე, 28 აგვისტოს — ბაიაზეთი.