იმერეთის აჯანყება (1819-1820): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
იმერეთის რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ შეწყდა თურქთა თავდასხმები და შეიქმნა მშვიდობიანი განვითარების პირობები, მაგრამ სამაგიეროდ გაჩნდა ბიუროკრატიული აპარატი, გაიზარდა სახელმწიფო გადასახადები და შრომითი ბეგარა, გაუარესდა სამართალწარმოება, ფესვი გაიდგა [[კორუფცია|მექრთამეობამ]]. რუსეთის მთავრობამ მიზნად დაისახა გაეზარდა სახაზინო შემოსავალი, ამისათვის საჭიროდ მიიჩნიეს საეკლესიო რეფორმების გატარება, რითაც გლეხთა საეკლესიო გადასახადები კიდევ უფრო იზრდებოდა. რეფორმა ითვალისწინებდა იმერეთის ეპარქიების შემცირებასა და საეკლესიო აზნაურებისა და გლეხობის სახაზინო (სახელმწიფო) უწყებაში გადარიცხვას. ამ ღონისძიებას უკმაყოფილოდ შეხვდა მოსახლეობის ყველა ფენა. 1819 ივლისში დაიწყო რეფორმების გატარება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მიტროპოლიტი [[თეოფილაქტე რუსანოვი (ეგზარქოსი)|თეოფილაქტე რუსანოვი]].
 
თავადაზნაურობამ მშვიდობიანი გზით სცადა რეფორმის შეჩერება, მაგრამ უშედეგოდ. [[შორაპნის მაზრა|შორაპნის მაზრის]] მოსახლეობა აჯანყდა და რეფორმის გაუქმება მოითხოვა. ასევე აჯანყდა რაჭის მოსახლეობა. რეფორმის გასატარებლად გაგზავნილი მოხელეები ხალხმა გურია-სამეგრელოში არ შეუშვა. მთავრობამ სასწრაფოდ გაგზავნა იმერეთში ჯარის ნაწილები. სამეგრელოს მთავარი, [[ლევან V დადიანი]], ცდილობდა, აჯანყება სამეგრელოში არ გავრცელებულიყო. 1819 წლის 22 მაისს დადიანი საქართველოს მთავარმართებელ [[ალექსეი ერმოლოვი|ალექსეი ერმოლოვს]] სწერდა, რომ მიიღო საქართველოს ეგზარქოსისგან რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტები და არ იყო წინააღმდეგი საეკლესიო რეფორმისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა, რადგან ნომინალურად საეკლესიო მამულები რეალურად მთავრის მამულებს წარმოადგენდა. 9 ივლისს თეოფილაქტე იძულებული გახდა თბილისს გამგზავრებულიყო. 11 ივლისს ხელისუფლება სამეგრელოს მთავრს წერდა, რომ არ დაეშვა აჯანყების გავრცელება სამეგრელოში და პირობას აძლევდა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ დაარღვევდა იმ შეთანხმებას, რომლითაც სამეგრელოს სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდა. ლევან დადიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ არ უღალატებდა რუსეთის იმპერატორს.
 
თეოფილაქტეს გამგზავრებამ მღელვარება შეანელა, მაგრამ როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყების საქმის ძიება დაიწყო, მოსახლეობამ კვლავ იარაღს მოჰკიდა ხელი. იმერეთი აჯანყებამ მოიცვა. აჯანყება გავრცელდა რაჭაშიც. მოსახლეობა თავს ესხმოდა რუსთა რაზმებს, შეწყდა გადასახადების გადახდა. აჯანყებამ აამოძრავა ოსმალეთში მყოფი იმერელი ემიგრანტები. ფეოდალთა ნაწილმა განიზრახა ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით და იმერეთში ადგილობრივი სამეფო ხელისუფლება აღედგინა. მათ მოიწვიეს ირანში მყოფი [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილი]] ([[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] ძე), მაგრამ მასთან მოლაპარაკება გაჭიანურდა (სხვადასხვა მიზეზბის გამო ალექსანდრემ იმერეთში ჩამოსვლა ვერ შეძლო), საბოლოოდ არჩევანი [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] შვილიშვილ - [[ივანე აბაშიძე|ივანე აბაშიძეზე]] - შეჩერდა.
 
==აჯანყება==
იმერეთში აჯანყების დაწყებიდან [[გურიის სამთავრო]]ში შედარებით სიმშვიდე იყო, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ეჭვობდა, რომ [[მამია V გურიელი]] იმერეთის თავადებსა და აზნაურებს თანაუგრძნობდა, რადგან აბაშიძეს ცოლად ჰყავდა მამია V გურიელის და. აბაშიძემ იცოდა, რომ მისი შეფარებისათვის მამია გურიელს რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბებოდა. ამიტომ იყო, მან თავი შეაფარა არა ცოლისძმას, არამედ ცოლის ბიძას — [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო გურიელს]], რომელსაც რეზიდენცია [[შემოქმედი|შემოქმედში]] ჰქონდა. ქაიხოსრო თავს იმით იმართლებდა, რომ იმერეთიდან დევნილი ივანე აბაშიძე [[აჭარა]]ში აპირებდა გადასვლას, რის გამოც მან უმჯობესად მიიჩნია თავადი თავისთან მიეწვია და შემდეგ რუსეთის ხელისუფლებასთან შეერიგებინა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ვერსია არ დაიჯერა, თანაც გავრცელდა ხმები, რომ გურიისა და სამეგრელოს მთავრებს ახალციხის ფაშასთან ჰქონდათ მოლაპარაკება. იმერეთის მმართველ გენერალ-მაიორ ივანე კურნატოვსკის დაევალა დაედგინა გავრცელებული ხმების ნამდვილობა. კურნატოვსკის წარმომადგენელთან შეხვედრისას ახალციხის ფაშამ დაადასტურა გავრცელებული ხმები. კავკასიის მთავარსარდალი [[ალექსეი ერმოლოვი]] ძალზე შეაშფოთა ივან კურნატოვსკის 1820 წლის 17 იანვრის მოხსენებამ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იმერეთში აჯანყება მზადაა და იგი პირველი დაძახილისთანავე დაიწყებაო. იმერეთში თავადებმა და აზნაურებმა კვლავ დაიწყეს გლეხების შეკრება. კურნატოვსკი აღნიშნავდა, რომ ლევან დადიანის, მამია გურიელისა და ზურაბ წერეთლის ნდობა არ შეიძლებოდა. სანდო იყო მხოლოდ თავადი ქაიხოსრო წერეთელი. 1820 წლის 22 იანვარს ერმოლოვმა გასცა ბრძანება დაეპატიმრებინათ თავადი ივანე აბაშიძე. ამასთან, 1820 წლის თებერვალში ერმოლოვმა იმერეთის მმართველი ივან კურნატოვსკი ჩაანაცვლა ეგერთა 44-ე პოლკის მეთაურით, პოლკოვნიკ ივან პუზირევსკით. 1820 წლის 4 მარტს დააპატიმრა [[ექვთიმე გენათელი]], [[დოსითეოს ქუთათელი]], [[დარეჯან ბატონიშვილი]] (სოლომონ I-ის ასული) და რამდენიმე გავლენიანი თავადი და აზნაური.
 
1820 წლის გაზაფხულზე სამეგრელოში ჩავიდა მთავრის ძმის, გიორგი დადიანი, ლეიბგვარდიის პრეობრაჟენსკის პოლკის პოდპორუჩიკი. დადიანი პოლკში დაბრუნებას არ ჩქარობდა. მისი სამეგრელოში ჩასვლისთანავე კი მღელვარება დაიწყო. გიორგის მხარს უჭერდა ბიძა, [[ჭყონდიდიდ ეპარქია|ჭყონდიდელი მიტროპოლიტი]], რომელის მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ასევე მას მხარს უჭერდა ოსმალებთან ურთიერთობაში შემჩნეული ბეჟან დადიანი. რუსეთის სარდლობამ სამეგრელოში ჯარი შეიყვანა და აჯანყებულები დაამარცხა. გიორგი დადიანმა აფხაზეთს შეაფარა თავი. იმერეთში რუსთა დამატებითი ძალები შეიყვანეს გენერალ ველიამინოვის სარდლობით.