იმერეთის აჯანყება (1819-1820): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 45:
1821 წლის 1 აპრილს პიოტრ გორჩაკოვმა პროკლამაციით მიმართა გურიის მოსახლეობას. მან აჯანყებულებს მოსთხოვა, 11 აპრილამდე გამოცხადებულიყვნენ ჩოხატაურში მაიორ მიხინთან და ეთხოვათ მოწყალება. მოწოდებას თან ერთვოდა გურიიდან განდევნილების სია — თავადები: ქაიხოსრო და დავით გურიელები, დავით, სიკო და მაქსიმე ერისთავები, ვახუშტი გუგუნავა, ამბაკო შალიკაშვილი, გიორგი მაქსიმელიშვილი, ალ. თავდგირიძე; აზნაურები: გურგენ და ეტლია ბებურიშვილები, დურსუნ ბოლქვაძე, ერდიშელ თაყაიშვილი, ზურაბ სეხნიაშვილი, ბუჭუა ჭყონია, მაქსიმე იორაიშვილი, გოგინიკა კალანდარიშვილი. გასასამართლებელთა სიაში იყვნენ: დავით მაჭუტაძე, სოლომონ ერისთავი, ფრიდონ თავდგირიძე და აზნაურები სვიმონ ასათიანი, ლევან ქადაგიძე, ხოსია და კიკო გიგინეიშვილები, გაბრიელ ჩხატარაიშვილი. პროკლამაციის გამოქვეყნების შემდეგ ჩოხატაურში თავისი ნებით გამოცხადდნენ ან დაპატიმრებული მიიყვანეს: ლომინ ერისთავი, ლევან ქადაგიძე, სვიმონ ასათიანი, ზურაბ ქაიხოსროს ძე სეხნიაშვილი. დავით მაჭუტაძე შეურიგდა ხელისუფლებას და გურიაში ცხოვრების უფლება მიიღო.
 
ივანე აბაშიძე, ქაიხოსრო გურიელი, ვ. ბაგრატიონი და დ. ერისთავი ემიგრაციაში გარდაიცვალნენ. მომდევნო წლებში მათი ნათესავები და მომხრეების ნაწილი რუსეთის მთავრობას შეურიგდნა, სამშობლოში დაბრუნდა და ყმა-მამულები დაიბრუნა. ერმოლოვის გეგმით, აჯანყების დამარცხებისთანავე უნდა გაუქმებულიყო [[გურიის სამთავრო]], მაგრამ ერმოლოვმა ეს სხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხა.
 
==ლიტერატურა==