ფილიპე გოგიჩაიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1872]] წლის [[20 იანვარი|20 იანვარს]] [[ლანჩხუთი|ლანჩხუთში]]. 1880-87 წლებში სწავლობდა [[ოზურგეთი]]სოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი|ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში]], 1894 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია, [[1899]] წელს [[მოსკოვის უნივერსიტეტი]]ს სამედიცინო ფაკულტეტი, [[1900]] წლიდან მუშაობდა ექიმად სოფელ [[დიდი ჯიხაიში|დიდ ჯიხაიშსა]] და [[გორისა]]ში, შემდეგ — [[ქუთაისი|ქუთაისში]]. [[1901]] წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიური განყოფილება. იყო „[[მესამე დასი]]ს“ წევრი, შემდეგ — მენშევიკ-ავტონომისტი, „ალიონელი“, [[1902]] წლიდან [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] გამგეობის წევრი, [[1905]] წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ „[[მოგზაური|მოგზაურში]]“, 1906 წელს იყო პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიიდან]], [[1907]] წლიდან სამუშაოდ გადავიდა [[თბილისი|თბილისში]], [[1910]] წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. მენშევიკების მმრათველობის წლებში საქართველოს ეროვნული კრების, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი იყო.
 
==შემოქმედება==