შემოქმედებითი წარმოსახვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
გარდა ხილული ხატებისა, გონებას უნარი აქვს სხვა სახის გონებრივი თვალსაჩინოებაც შექმნას შეგრძნებების ყველა არსებული სახესხვაობის აღქმის განმეორებისა ან ხელახალი განცდისათვის, მაგალითისთვის, როგორიცაა ბგერების სმენითი, გემოთა, სუნთა, მოძრაობათა მოტორული ხატები, და შეხებათა განცდა; ეს უკანასკნელი ასევე მოიცავს ტემპერატურის, წნევის და მასალის რაობის შეგრძნებას.
 
საერთოდ, შემოქმედებითი წარმოსახვის ცნება შეგრძნების ყველა მოდალობის წარმოდგენის უნარს აერთიანებს, მაგრამ უფრო კონკრეტულად და სიტყვა–სიტყვითსიტყვასიტყვით მაინც იმ პროცესს აღწერს, რომლითაც ადამიანი თვალსაჩინო, ერთთავად ხილვის მსგავსს სურათებს ქმნის თავის გონებაში და განიხილავს.
 
არსებითი თუ გარეგნული მახასიათებლებით შემოქმედებითი წარმოსახვა მჭიდროდაა დაკავშირებული ე.წ. 'მართვად წარმოდგენასთან' და უმეტესწილად, ამ მეთოდის შემადგენელ ნაწილადაც კი აღიქმება. კერძოდ, 'მართვადი წარმოდგენის' საშუალებით საგანგებოდ ამისათვის მომზადებული სპეციალისტი ან მასწავლებლი ეხმარება სესიის მონაწილეს ან პაციენტს აღძრას და შექმნას მხედველობის, ბგერების, მოძრაობების, გემოთა, სუნთა, შეხებათა თვალსაჩინო ხატები გონებაში მათი შეგრძნებითი აღქმის განმეორებისა და თავიდან წარმოებისათვის, ისევე როგორც წარმოსახვითი ან გონებრივი შინაარსები, რომლებსაც მონაწილე პირები განიცდიან მათი შეგრძნების დამთრგუნველ კატეგორიებად.