აფრიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61:
ზედაპირის სიმაღლის მიხედვით, აფრიკას ორ ნაწილად ყოფენ: დაბალი აფრიკა ([[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთი]] და [[დასავლეთი აფრიკა|დასავლეთი]]), სადაც სიმაღლე მცირე გამონაკლისის გარდა, 1000 მ-ზე ნაკლებია და, მაღალი აფრიკა ([[აღმოსავლეთი აფრიკა|აღმოსავლეთი]] და [[სამხრეთი აფრიკა|სამხრეთი]]), სადაც სიმაღლე 1000 მეტრს აღემატება. ჩრდილოეთი და დასავლეთი აფრიკის ზედაპირი უმეტეს წილად კონტინენტური და ზღვიური დანალექი ქანებითაა აგებული. ეს ტერიტორიები ხანგრძლივი დროის განმავლობაში [[ზღვა]]ს ეკავა. [[საჰარა|საჰარის]] ცენტრში აღმართულია კრისტალური და ვულკანური ქანებით აგებული მთიანი მასივები.
 
[[კონტინენტი]]ს ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე [[ატლასი|ატლასის მთები]] მდებარეობს. მთების ჩრდილოეთი [[ქედი|ქედები]] ახალგაზრდაა და ის [[ალპები]]ს და [[კავკასიონი]]ს მთებთან ერთად წარმოიშვა, სამხრეთ-დასავლეთ პერიფერიაზე კი [[კაპის მთები|კაპის]] ძველი მთები მდებარეობს. აფრიკის აღმოსავლეთი მხარე მაღალ, დედამიწის ქერქის მოძრაობით გაახალგაზრდავებულ აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთს უკავია. აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი, ვულკანები — [[კილიმანჯარო]], [[კენია (მთა)|კენია]] და სხვ. კილიმანჯარო სიტყვა სიტყვითსიტყვასიტყვით ''„მბრწყინავ მთას“'' ნიშნავს. ვულკანს სამი წვერი აქვს და მიუხედავად [[ეკვატორული სარტყელი|ეკვატორულ სარტყელში]] მდებარეობისა ეს მწვერვალები მარად თოვლიანია.
 
აფრიკა სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით და სიმრავლით გამოირჩევა. ზოგიერთი საბადო უდიდესია მსოფლიოში, ან ერთ-ერთი უდიდესია. მათი განლაგება განპირობებულია დედამიწის ქერქის აგებულებითა და მისი განვითარების ისტორიით. იმის გამო რომ აფრიკაში ჭარბობს მაგმური ქანები, იგი განსაკუთრებულად მდიდარია [[მადნეული]] სასარგებლო წიაღისეულით. [[სამხრეთი აფრიკა|სამხრეთ]] და [[აღმოსავლეთი აფრიკა|აღმოსავლეთ]] აფრიკაში ისინი ღრმად არაა განლაგებული, რადგან ძველი კრისტალური ქანები დედამიწის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს. აფრიკა მდიდარია [[ბოქსიტები]]თ, [[ურანი]]თ, [[მანგანუმი]]თ, [[ოქრო]]თი [[პლატინა|პლატინით]], [[შავი ლითონები]]თ და სხვ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფრიკა“-დან