მიხეილ ყულოშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(წაიშალა კატეგორია:ჰერეთი გაჯეტ HotCat-ით)
 
ადრეულ ასაკში შეისწავლა წერა-კითხვა, მშობლიური ენის გარდა საუბრობდა და კითხულობდა [[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანულ]], [[უდიური ენა|უდიურ]], [[სომხური ენა|სომხურ]] და [[რუსული ენა|რუსულ]] ენებზე. ზეპირად იცოდა „[[ვეფხისტყაოსანი]]“. დიდია მისი როლი და დამსახურება კუთხის საგანმანათლებლო საქმეებში. [[1858]] წელს საკუთარი სახსრებით, შენობის უქონლობის გამო, ჰერეთში, თავისავე სახლში პირველი სამრევლო ორკლასიანი სკოლა გახსნა. [[1865]]-[[1870]] წლებში სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხელმოკლე ოჯახის შვილებს. მისი მოსწავლე იყო [[მოსე ჯანაშვილი]], რომელიც მშობლებმა [[1865]] წელს მიაბარეს კახის ახალგახსნილ სამრევლო სკოლაში. აქვე აღსანიშნავია, რომ მიხეილ ყულოშვილის შვილის, ასევე მღვდლის, ნიკოლოზის მეუღლე — სოფიო კონჭოშვილი-ყულოშვილი პირველი იყო, ვინც საინგილოში [[1896]] წელს ქალთა საეკლესიო-სამრევლო სკოლა დააარსა, ადგილობრივი მოსახლეობა კარდაკარ ჩამოიარა და დაშინებული ოჯახებიდან გოგონები განათლების მისაღებად გამოიყვანა. ამ გაბედული ნაბიჯით ინგილო ქალს სიამაყე და გამბედაობა კვლავ დაუბრუნა. სკოლის შენობის ნანგრევები წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესიის ეზოში დღესაც შემორჩენილა.
 
[[1892]] წელს „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენ საზოგადოებას“ სოფელ თასმალოს წმინდა თომას სახელობის ტაძრის აღმშენებლობითი სამუშაოები წამოუწყია. თასმალოს განახლებული ეკლესია, რომელიც კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრ სავალზეა, [[1894]] წლის 9 ოქტომბერს აკურთხეს, ტაძრის მოძღვრად მამა მიხეილ ყულოშვილი დაინიშნა, სადაც მას მეტად რთულ პირობებში უხდებოდა მღვდელმსახურება. თასმალოს მართლმადიდებელი სამრევლო მხოლოდ 22 კომლისგან შედგებოდა. ამის მიუხედავად,22 ოჯახის ჭეშმარიტ რწმენაზე მოქცევა მამა მიქაელის მისიონერულ ღვაწლზე მეტყველებს.
 
„ჭეშმარიტ მღვდელს უყვარს თავისი ერი და ერსაც უყვარს თავისი კეთილი მწყემსი. მამა მიხეილმა მოსწავლეებს მშობლიური ქვეყნის სიყვარული გაუღვივა, შეასწავლა და შეაყვარა მისი ისტროიული წარსული“- წერს პროფესორი [[მოსე ჯანაშვილი]]. [[1912]] წელს მამა მიხეილს საკუთარი სახსრებით აღუდგენია კახის საყარაულოს მთაზე წმინდა მეფე არჩილის მიერ [[VIII საუკუნე]]ში აშენებული კასრის სამების ეკლესია, რომელიც მიწისძვრას დაუქცევია და დღეს ამ ტაძრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
 
 
სასულიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობის გარდა, მიხეილ ყულოშვილი მისდევდა პუბლიცისტურ საქმიანობას. იგი ქართულ პერიოდულ გამოცემებში აქვეყნებდა ნაშრომებს ფსევდონიმით „ჰერეთელი“.
თანასოფლელთა ქომაგი, მრჩეველი, ავადმყოფთა შემწე და მკურნალი მღვდელი კუთხეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. უანგარო, თავდადებული საქმიანობით ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. მოსწავლეები მოძღვრისგან სწავლობდნენ სამშობლოს სიყვარულს, ქვეყნისა და კუთხის ისტორიას.
განადგურების პირას მისული ხუროთმოძღვრული ძეგლების გადარჩენის მიზნით, მიხეილ ყულოშვილი დიდ მუშაობას სწევდა ისტორიულ ჰერეთში. [[1912]] წელს მან აღადგინა [[კასრის საყდარი|კასრის ეკლესიის]] ნანგრევების საფუძველზე [[არჩილი|არჩილ]] მეფის მიერ [[718]] წელს აგებული სამების საყდარი და შემდგომში ბევრი ქრისტიანული ძეგლი ჰერეთში. სამწუხაროდ, დღეს აქ კასრის ეკლესიის ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
 
[[1892]] წელს „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენ საზოგადოებას“ სოფელ თასმალოს წმინდა თომას სახელობის ტაძრის აღმშენებლობითი სამუშაოები წამოუწყია. თასმალოს განახლებული ეკლესია, რომელიც კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრ სავალზეა, [[1894]] წლის 9 ოქტომბერს აკურთხეს, ტაძრის მოძღვრად მამა მიხეილ ყულოშვილი დაინიშნა, სადაც მას მეტად რთულ პირობებში უხდებოდა მღვდელმსახურება. თასმალოს მართლმადიდებელი სამრევლო მხოლოდ 22 კომლისგან შედგებოდა. ამის მიუხედავად,22 ოჯახის ჭეშმარიტ რწმენაზე მოქცევა მამა მიქაელის მისიონერულ ღვაწლზე მეტყველებს.
 
„ჭეშმარიტ მღვდელს უყვარს თავისი ერი და ერსაც უყვარს თავისი კეთილი მწყემსი. მამა მიხეილმა მოსწავლეებს მშობლიური ქვეყნის სიყვარული გაუღვივა, შეასწავლა და შეაყვარა მისი ისტროიული წარსული“- წერს პროფესორი [[მოსე ჯანაშვილი]]. [[1912]] წელს მამა მიხეილს საკუთარი სახსრებით აღუდგენია კახის საყარაულოს მთაზე წმინდა მეფე არჩილის მიერ [[VIII საუკუნე]]ში აშენებული კასრის სამების ეკლესია, რომელიც მიწისძვრას დაუქცევია და დღეს ამ ტაძრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
 
 
XX საუკუნის დასაწყისში კავკასიაში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რუსეთის [[1917]] წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ, რომელსაც იმპერიის ნგრევა მოჰყვა, ხელსაყრელი პირობები შექმნა დაპყრობილი ერების თვითგანსაზღვრისთვის. ამ ისტორიულ მოვლენას ჰერეთის მრავალეთნიკური საზოგადოება დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა. წესით, თავისუფლებას მშვიდობა უნდა მოეტანა, თუმცა ჰერეთის ტერიტორიაზე პროცესები უმართავი გახდა. ასე ნანატრი თავისუფლება რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების ინსტრუმენტი შეიქნა. პირველ მსოფლიო ომში თურქეთის გაძლიერებამ კავკასიაში პანისლამისტური ძალები გაააქტიურა. მუსლიმანთა ძალმომრეობამ რეგიონში ქრისტიანობასა და ქართველობას საგრძნობი საფრთხე შეუქმნა. ნელ-ნელა წყდებოდა კავშირი დედასამშობლოსთან. სამწუხაროდ, წესრიგის აღდგენას ვერ უზრუნველყოფდა სამხარეო ხელისუფლების ორგანოები. ხშირად შეხვდებოდით პრესის ფურცლებზე ჰერეთში მცხოვრებ ქართველთა დანანებით ნათქვამს, საინგილოში, საყოველთაო განუკითხაობის პირობებში, ღმერთმაც დაგვივიწყა და ქართველებმაცო.
 
ამდენად, პოლიტიკური არასტაბილურობის დროს ჰერეთის ტერიტორიაზე რელიგიური ქაოსი სუფევდა. ისტორიულ ვითარებაში უკეთ გასარკვევად საინტერესოა საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს მიმართვა ([[1917]] წლის ნოემბრის) ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრ [[ივანე ჩხენკელი]]ს მისამართით, რომლის სრულ ვერსიას პირველად წინამდებარე საჟურნალო სტატიაში ვაქვეყნებთ:
{{ციტატა|მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განკარგულებით, საკათალიკოსო საბჭოს კანცელარია მოვალეობად თვლის მოგახსენოთ, რომ დღეს მიღებულია სასწრაფო სატელეგრაფო შეტყობინება მისი უწმინდესობის სახელზე სოფელ კახიდან, შესახებ აღმაშფოთებელი და უკიდურესად საგანგაშო გარემოებებისა ზაქათალის ოკრუგში. ადგილობრივი მკვიდრი ხუციშვილი გვატყობინებს შემდეგს: “ოკრუგის 100 000 მოსახლეობიდან 8000 ქართველი ქრისტიანია. მუსლიმანების მასა ზეწოლას ახდენს ქრისტიანებზე, მოითხოვს მათგან გამუსლიმანებას, ძარცვავენ და კლავენ მეთაურებს. უკვალოდ გაქრა მღვდელი ყულოშვილი. ოკრუგში ქრისტიანობა დიდ ხიფათშია. საჭიროა დახმარება, რომელსაც თქვენგან ვითხოვთ.}}
 
[[1917]] წლის გვიან შემოდგომაზე, წირვის დასრულების შემდეგ სოფელ მარსანიდან დაბრუნებისას მიხეილს ახლობლის ავადმყოფობით შეწუხებული მუსლიმანი გადაუდგა და დასახმარებლად გაყოლა სთხოვა. რასაკვირველია, გაჭირვებულს მღვდელი გაჰყვა. ავადმყოფის ნაცვლად მიხეილ მღვდელს მუსავატელები დახვდნენ და გამაჰმადიანება მოსთხოვეს. მოძალადეებმა მოძღვრისგან თანხმობის მიღება წამებით გადაწყვიტეს. ოთხმოცდააათ წელს გადაცილებული მოხუცი განსაცდელს მომზადებული შეხვდა და სიძულვილით დაბრმავებულ ბრბოს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
 
{{ციტატა|ყველა ადამიანის ბოლო მაინც სიკვდილია. მაშ, მომკალით წმინდა სამების გულისთვისსამებისთვის. თქვენს საზიზღარ სარწმუნოებას სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ, თქვენსთქვენ სარწმუნოებასხომ დედისა და დის მეტს არავის სცნობთ, ძმა ძმის ცოლს ირთავს, არ იცით სისხლით ნათესაობა, გაქვთ ჩამორჩენილი კულტურა, „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“.}}
 
შეთქმულებმა, როდესაც მიზანს ვერ მიაღწიეს, დაუმორჩილებელ მოძღვარს პირჯვრის გადაწერა არ აცალეს და თავი მოჰკვეთეს. სამძებრო ღონისძიებათა შედეგად ადგილობრივებმა მღვდელმოწამის ნაწამებ გვამს ტყეში მიაგნეს. შთამომავლობამ მიხეილ ყულოშვილი წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესიის ეზოში მდებარე საინგილოს მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალა.
 
მოძღვარს შინ დაქვრივებული რძალი, ქალთა შორის ქართული კულტურის გამავრცელებელი, ცნობილი პედაგოგი, 21 წლის სოფიო ყულოშვილი ელოდა.მიხეილ ყულოშვილის ერთადერთი ვაჟი, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზი, მაჩხაანში მასწავლებლობდა.საინგილოში რომ ქრისტიანული რწმენა გაძლიერებულიყო, მამა მიხეილმა [[1892]] წლის მაისში ნიკოლოზი მღვდლად განაწესა. ის [[1895]] წლის შემოდგომაზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.დარჩა [[1891]] წლის 10 ივლისს დაბადებული ერთადერთი ასული ნინო.
 
მიხეილ ყულოშვილის შთამომავალია [[2008]] წლის აგვისტოში [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|რუსეთ-საქართველოს ომში]] [[ცხინვალი|ცხინვალთან]] გმირულად დაღუპული [[ერეკლე ყულოშვილი]].<ref>[http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1086:2010-12-08-11-48-24&catid=12:12skhva&Itemid=11 კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი]</ref>
* მართა ტარტარაშვილი, "მომკალით წმინდა საქმისთვის!" – მღვდელი მიხეილ ყულოშვილი (1825-1918). ქართული სამღვდელოების ისტორიიდან // საპატრიარქოს უწყებანი. თბ., 2007. 19-25 ივლისი. N25(425). გვ. 19-20
* მიხეილ ყულოშვილი, საინგილოში წამებული მღვდელი მიხეილ ყულოშვილი : [მის ღვაწლზე ინგილოების გაქრისტიანების საქმეში და მოწამეობრივ აღსასრულზე (1918 წელს) საუბრობს მისი შვილიშვილი მიხეილ ყულოშვილი] // საპატრიარქოს უწყებანი. 2002. N27(181). გვ. 9-11
*საქართველოს იმედი, წიგნი 45, გამომცემლობა პალიტრა L, თბილისი, 2014, გვ. 13-24
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=971557449583503&id=215457961860126 ოქროპირ ჯიქური, „მიხეილ ყულოშვილი — ჰერეთის გმირი“, ჟურნალი “ისტორიანი”, 2012 წლის აგვისტოს ნომერი, #8/20]
221

რედაქტირება