ნატო ვაჩნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
| წარწერა =
| დაბსახელი = ნატალია ანდრონიკაშვილი
| დაბთარიღი = [[{{დაბადების თარიღი|1904|06|14}} ივნისი]], [[1904]]
| დაბადგილი = [[ვარშავა]],[[პოლონეთი]], [[რუსეთის იმპერია]]
| გარდთარიღი = [[14 ივნისი]], [[{{გარდაცვალების თარიღი და ასაკი|1953]]|06|14|1904|06|14}}
| გარდადგილი =
| სხვა სახელები=
ხაზი 21:
| შვილები = თენგიზ ვაჩნაძე, [[ელდარ შენგელაია]], [[გიორგი შენგელაია]]
}}
'''ნატალია (ნატო) გიორგის ასული ვაჩნაძე''' (ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი) (დ. [[14 ივნისი]], [[1904]], [[ვარშავა]], [[პოლონეთი]] — გ. [[14 ივნისი]], [[1953]], დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, დაკრძალულია [[თბილისი|თბილისში]]) — საბჭოთა პერიოდის [[ქართველები|ქართველი]] კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ჰქმნიდა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია „[[სახკინმრეწვი]]“ საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.
 
==ბიოგრაფია==
===ადრეული წლები===
ნატო ვაჩნაძე ვარშავაში დაიბადა ძველი არისტოკრატიული ჩამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში.
მამა გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი [[ვარშავა]]ში მსახურობდა ოფიცრად. რამდენიმე თვეში გიორგი ანდრონიკაშვილი [[ვლადიკავკაზი]]ს თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ხოლო [[1910]] წელს მთელი ოჯახით [[საქართველო]]ში გადმოვიდნენ.
 
დედა- ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია იყო [[პოლონელები|პოლონელი]]. დედის ბებია ვოზოლი, [[იტალიელები|იტალიელი]] მომღერალი, იგი იტალიიდან მოუწვევიათ თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს. თბილისში იგი ცოლად გაჰყვა კაპელმეისტერსა და კომპოზიტორს - შენინგს. მათი ქალიშვილი ნატოს დედის დედა – ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა კი [[რუსები|რუსი]].
 
ნატოს მამა ადრე გარდაეცვალა. გიორგი ანდრონიკაშვილი რუსი ხელმწიფის სამსახურში მსახურობდა, თერგის ოლქის უფროსი იყო და მათგან მიიღო დავალება, რომ უნდა მოეკლა ვინმე ოსი ყაჩაღი სახელად ზელიმხანი, რომელიც [[1901]] წლიდან ყაჩაღობდა და მთავრობისთვის მოუხელთებელი იყო. ზელიმხანს პირადი შეურაცხყოფის გამო მდიდარი კაცი მოეკლა, ხოლო მისი ქონება ხალხისთვის დაერიგებინა და ყაჩაღობა ასე დაეწყო. როდესაც ზელიმხანს ეს გაუგია ნატოს მამისათვის შემოუთვლია, ქართველი კაცი არ მინდა მოვკლა და ჩემზე არ წამოხვიდეო. გიორგი ზელიმხანზე გალაშქრებისგან თავს იკავებდა, მაგრამ ერთი რუსი გენერალი ამუნათებდა, ზელიმხანი ამდენი ხანი დაჭერილი იქნებოდა, ფეხს რომ არ ითრევდეო. ანდრონიკაშვილი წასულა ყაჩაღის დასაჭერად, მაგრამ ზელიმხანს დაუსწრია და სასიკვდილოდ დაუჭრია.
 
ოთხი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი 10 წლის იყო, უმცროსი კი - წლინახევრის. დედამ შვილები წაიყვანა [[კახეთი|კახეთში]], სადაც ქმრის განადგურებული მამული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალების დაფარვას დასჭირდა. ოჯახი ბიძამ შეიფარა სოფელ [[ფხოველი|ფხოველში]]. ეკატერინემ მალე ააშენა [[გურჯაანი|გურჯაანში]] ოთხოთახიანი პატარა სახლი და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.
 
ნატო და მისი უფროსი და სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. უმცროსი და-ძმა კი გურჯანიის პირველ დაწყებით სკოლაში. მისი ერთ-ერთი და [[კირა ანდრონიკაშვილი]] აგრეთვე მსახიობი იყო.
 
კახეთში ნატომ გაიცნო მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად. მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი თენგიზი (შემდგომ არქიტექტორი გახდა). ნატო და მერაბი მალე დაცილდნენ ერთმანეთს. იგი [[1919]] წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა „პრომეთეი“-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში. იყო მუსიკის მასწავლებელი. [[1939]] წ. წელს მერაბ ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა.
 
===ნატო ვაჩნაძის აღმოჩენა===
ხაზი 46:
ერთ საღამოს თბილისელებმა [[ვლადიმერ მაიაკოვსკი]]ს გაუმართეს შეხვედრა. დარბაზი ხალხითაა სავსე. ნატოსა და ნიკოლოზს დააგვიანდათ, სცენამდე ვერ მიაღწიეს და ბოლოში გაჩერდნენ. მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა მათ: რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთო… და როცა პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გარდასახა, ორ დღეში ოფიციალურად ხელი მოაწერეს. მალე ქვეყანას მოევლინება [[ელდარ შენგელაია]], რამდენიმე წლის შემდეგ კი – [[გიორგი შენგელაია]].
 
1927 წელს ახალგაზრდა ლეო პუშმა და ნიკოლოზ შენგელაიამ ნატო ვაჩნაძე ფილმზე “გიული” „გიული“ მიიწვიეს. ნატოს ურჩევდენ, არ მიეღო მონაწილეობა ჯერ კიდევ უცნობ რეჟისორთა ფილმში არ გაეწია რისკი, მაგრამ მსახიობი დათანხმდა გადაღებაზე. სულ ცოტა ხნის წინ შენგელაიას მიერ თქმული სიტყვები “თუ„თუ ოდესმე კინორეჟისორი გავხდი, იცოდეთ ჩემს სურათში უბრალო მოსამსახურის როლსაც არ გაღირსებთო”გაღირსებთო“, საპირისპიროდ ახდა. მსახიობმა შენგელაიასთან მნიშვნელოვანი სკოლა გაიარა. “ნათელა”„ნათელა“, “გიული”„გიული“, “ნარინჯის ველი”„ნარინჯის ველი“, “სამშობლო”„სამშობლო“ ის ფილმებია, სადაც ნატო ვაჩნაძემ პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა აითვისა. სწორედ ამიტომ ნატო ვაჩნაძემ ნიკოლოზ შენგელაიას “ჩემი„ჩემი ცხოვრების რეჟისორი უწოდა”უწოდა“.
 
ნიკოლოზ შენგელაია 1943 წელს, კახეთიდან თბილისს მომავალი დაიღუპა.
ხაზი 53:
ნატოს მესამე სიყვარული, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი, მეზღავაური [[ანატოლი კაჭარავა]] იყო. მათ 1952 წლის შემოდგომაზე შექმნეს ოჯახი.
 
მოსკოვიდან ნატო 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა [[ნიკოლოზ შენგელაია]]ს მშობლიურ სოფელ [[ობუჯი|ობუჯთან]] ახლოს განიცადა. მიზეზად უამინდობასუამინდობა დასახელდა.
 
ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ [[კირა ანდრონიკაშვილი|კირა ანდრონიკაშვილმა]] საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
ხაზი 192:
*[http://www.imdb.com/name/nm0882918/ ნატო ვაჩნაძის ფილმოგრაფია]
* [http://web.archive.org/20090529145807/burusi.wordpress.com/%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94/ ნატო ვაჩნაძე, ცხოვრება, შემოქმედება, ფოტოგალერეა]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{DEFAULTSORT:ვაჩნაძე, ნატო}}
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:დაბადებული 14 ივნისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1904]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 14 ივნისი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1953]]
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნატო_ვაჩნაძე“-დან