იაკობ შემოქმედელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''იაკობ შემოქმედელი''' (სამებელი, გვარად დუმბაძე), XVII-XVIII სს. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, პოეტი. შემოქმედის მიტროპოლიტად იხსენიება [[1647]]-იდან. ქართლის მეფის [[გიორგი XI | გიორგი XI-ის]] დავალებით გალექსა [[ბაგრატ მუხრანბატონი | ბაგრატ მუხრანბატონის]] ანტიმაჰმადიანური თხზულება - "უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება" (შედგება 289 თექვსმეტმარცვლიანი სტროფისაგან). მასვე ეკუთვნის თითო სტროფიანი ლექსები - [[არჩილ II | არჩილ II-ის]] ხოტბა, პასუხი [[იოსებ თბილელი | იოსებ თბილელის]] შეკითხვა-გამოცანებზე, რომელიც ბიბლიურ თემას ეხება, და ერთიც წაღმა-უკუღმა წასაკითხი ფორმალისტური ლექსი. ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, იაკობ შემოქმედელს მიეწერება გადაკეთებული "აბდულმესიანი", რომელშიც ქების ობიექტი თამარისა და დავითის ნაცვლად არჩილ II-ა. იაკობ შემოქმედელს ქებით იხსენიებენ არჩილ II, [[გურამიშვილი, დავით გიორგის ძე | დავით გურამიშვილი]], [[ანტონ I]], [[იოანე ბატონიშვილი]] და სხვები.
 
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი საეკლესიო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]