დიდოელები: განსხვავება გადახედვებს შორის

დავამატე ხუნძური სახელწოდებაც
(დავამატე ხუნძური სახელწოდებაც)
[[ფაილი:Традицонная одежда.jpg|მინი|დიდოელები]]
'''დიდოელები''' (საკუთარი სახელწოდება ''ცეზი, ხუნძურად: წწუნტისსევ'') — [[დაღესტანი|დაღესტანში]], [[წუნტის რაიონი|წუნტის]] და [[ბეჟტის რაიონი|ბეჟტის]], ნაწილობრივ [[წუმადის რაიონი|წუმადის]] რაიონებში — ისტორიულ დიდოეთში მცხოვრებ ტომთა ჯგუფი. ჩვეულებრივ, ტერმინით „დიდოელებით“ იხსენიებენ საკუთრივ დიდოელებს, ანუ ცეზებს (საკუთარი სახელწოდება ცეზი), [[ჰინუხელები|ჰინუხელებს]], [[კაპუჭელები|კაპუჭელებს]] (საკუთარი სახელწოდება კაპუჭას სუკო ან ბეჟტ'ას სუკო) და [[ჰუნზიბელები|ჰუნზიბელებს]] (საკუთარი სახელწოდება ენზეესი). რაოდენობა 30 ათას კაცამდე აღწევს, თუმცა მონაცემები დაუზუსტებელია — დიდოელები ოფიციალურად [[ხუნძები|ხუნძებად]] აღირაცხებიან და ცალკე ეროვნებად არ გამოიყოფიან.
 
დიდოელები ძვ. წ. აღ. II ს.-იდან ახ. წ. აღ. XVIII ს. მეორე ნახევრამდე [[საქართველო]]ს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ხოლო XVIII ს.-იდან მათი ტერიტორია — ისტორიული დიდოეთი [[ხუნძახის სახანო]]მ დაიპყრო. ამ დროიდანვე დიდოელთა შორის ვრცელდება [[ისლამი]]ც. ხუნძახის სახანოს მიერ დიდოელთა მიწების დაპყრობამ შეაფერხა დიდოელი ხალხის ჩამოყალიბება და დღესაც, დიდოურ ტომებს ერთიანი თვითაღქმა მეტად შესუსტებული აქვთ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდოურ ტომთა გაერთიანების პროცესი დღესაც გრძელდება, რასაც ხელს უწყობს ახლად წარმოქმნილი ეროვნული მოძრაობა. ჰინუხელები, კაპუჭელები და ჰუნზიბელები, რომელთაც თავიანთი საშინაო-სამეტყველო ენები აქვთ, ფლობენ ასევე ცეზურ ენასაც. ცეზები ანუ საკუთრივ დიდოელები კი დიდოურ ტომთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან.
ანონიმური მომხმარებელი