გია ქავთარაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 72:
 
==ბიოგრაფია==
გია ქავთარაძე დაიბადა [[1970]] წლის [[19 აგვისტო]]ს, [[თბილისი|თბილისში]]. [[1992]] წელს დაამთავრა [[თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] საერთაშორისო ფაკულტეტი, ხოლო [[1993]] წელს – [[ინდიანა|ინდიანას]] უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასპირანტურა. [[1992]] წლის აგვისტოდან [[1993]] წლის იანვრამდე მუშაობდა [[საქართველო|საქართველოს]] შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროში სპეციალისტად. [[1993]] წელს, [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] [[ინდიანა|ინდიანას]] უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, მუშაობდა იურიდიულ ფირმაში “Square, Sanders and Dampsey” იურსიტად. [[1994]]-[[1995]] წლებში იყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) [[საქართველო|საქართველოს]] წარმომადგენლობის საფინანსო ადმინისტრატორის თანაშემწე. [[1995]]-[[1997]] წლებში იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტარტორი. 1997-1998 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული პროექტის – “საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურის მხარდაჭერა” კონსულტანტად. [[1998]] წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორად, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორად. [[1999]] წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის სამი წლის ვადით აირჩია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად, ხოლო [[2000]] წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მდივნად. [[2002]]-[[2003]] წლებში მუშაობდა [[აშშ]]-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – “ტაჯიკეთის რესპუბლიკის სასამართლო რეფორმა” სამართლებრივ კონსულტანტად. პარალელურად, მუშაობდა [[აშშ]]-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროექტის – “პროკურატურის რეფორმა საქართველოში” სამართლებრივ კონსულტანტად. 2002 წელს მან დააფუძნა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – “ქავთარაძე და პარტნიორები”. იმავე წელს მან დააფუძნა ინდიანას უნივერსიტეტის ქართველ კურსდამთავრებულთა ასოციაცია და დღემდე თავმდჯომარეობს მას. [[2001]] წელს მას მიენიჭა იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება.
 
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სასწავლო გადამზადების კურსებში. კერძოდ: ”(UNICEF)-ის საკადრო რესურსების მართვა (1997 წ., შვეიცარია, ჟენევა); (UNICEF)-ის პროგრამების მართვის დაგეგმარება და საერთო ბიუჯეტი” (1997 წ., შვეიცარია, ჟენევა); “(UNICEF)-ის სახელფასო მეთოდოლოგია და სამუშაოთა კლასიფიკაცია” (1997 წ., ეგვიპტე, კაირო); “სამოსამართლო სწავლება” (1999 წ., აშშ, ნევადა); სამართლის ხელმისაწვდომობა – ცვლილებათა სტრატეგია” (2001 წ., გაერთიანებული სამეფო, ლონდონი); “სასამართლო სისტემა” (2001 წ., ისრაელი); “სასამართლო მართვა და რეფორმა” (2001 წ., აშშ).
 
[[2005]] წლის ივნისიდან დეკემბრამდე იყო [[საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია|საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის]] თავმჯდომარე. [[2005]] წლის [[22 დეკემბერი|22 დეკემბერიდან]] [[2007]] წლის [[30 აგვისტო|30 აგვისტომდე]] იყო [[საქართველოს იუსტიციის სამინისტრო|საქართველოს იუსტიციის მინისტრი]].
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გია_ქავთარაძე“-დან