რუსთავისა და მარნეულის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Rustavi marneuli.jpg|thumb|რუსთავისა და მარნეულის ეპარქია]]
 
'''რუსთავისა და მარნეულის ეპარქია''' — საქართველოს ეკლესიის ყოფილი საეპისკოპოსო აღმოსავლეთ საქართველოში. [[რუსთავი]]სა და [[მარნეული]]ს ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქია იყო. 2013 წლის 11 ოქტომბერს რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა [[რუსთავის ეპარქია]] და [[მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია]].
 
== ისტორია ==
იგი მოიცავს ქალაქებს [[რუსთავი|რუსთავს]], [[მარნეული|მარნეულს]], [[გარდაბანი|გარდაბანსა]] და მათ მიმდებარე ტერიტორიას. იურისდიქცია ისტორიული [[ქვემო ქართლის ვაკე]]ზე [[მდინარე]]ების [[მტკვარი|მტკვრის]], [[ალგეთი (მდინარე)|ალგეთისა]]სა და [[ხრამი]]ს აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდ.ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება [[მცხეთა-თბილისის ეპარქია|მცხეთა-თბილისის]], ჩრდილო-დასავლეთიდან – [[მანგლისისა და წალკის ეპარქია|მანგლისისა და წალკის]], დასავლეთიდან [[ბოლნისის ეპარქია|ბოლნისის ეპარქიები]]. ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა [[სომხეთი]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს სახელმწიფო საზრვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება ეკლესიათა მშენებლობა. IV ს. ბოლოს [[მითრდატ]] მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია “ეკლესიისა საფუძველი”. [[ვახტანგ გორგასალი]]ს საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავის საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შედეგად მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთაველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა [[მარტყოფი]]. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებიდა. სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. ავტოკეფალის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის [[ილია II]]-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
 
[[2002]] წლის [[17 ოქტომბერი|17 ოქტომბერს]] ეპარქიას ეწოდა რუსთავის და მარნეულის ეპარქია. [[1997]]-[[2010]] წწ. ეპარქიის მმართველი იყო მღვდელმთავარი [[მიტროპოლიტი]] [[ათანასე (მეუფე)|ათანასე]] (ჩახვაშვილი). ამჟამად ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია [[მთავარეპისკოპოსი]] [[იოანე (მეუფე)|იოანე]] (გამრეკელი).
Line 11 ⟶ 10:
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
* [[საქართველოს ეპარქიები]]