თბილისის საამირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბუღა თურქის შემოსევა: clean up, replaced: რამოდენ → რამდენ using AWB
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 9:
 
===საქართველოს მიერ თბილისის აღების უშედეგო მცდელობები===
[[1032|1032 წელს]] კლდეკარისა და ქართლის ერისთავებმა [[ლიპარიტ IV|ლიპარიტ ბაღვაშმა]] და ივანე აბაზას ძემ [[ჯაფარ III იბნ-ალი|თბილისის ამირა ჯაფარი]] ქალაქიდან გამოიტყუეს და შეიპყრეს. როგორც ჩანს, ამირა ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა მოვლენების ამდაგვარ განვითარებას, რადგანაც ქართველ ერისთავებთან შეხვედრაზე ყველანაირი ეჭვის გარეშე გამოვიდა, მითუმეტეს მან და [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV-მ]] სულ ცოტა ხნის წინ ერთობლივი ძალებით გაილაშქრეს [[განჯის საამირო|განჯაზე]]. [[მატიანე ქართლისა|,,მატიანე ქართლისას“]] ავტორის თქმით, ჯაფარის ბედი საკმაოდ მძიმედ წარიმართა. მან ტყვეობაში სავარაუდოდ ხუთი წელი გაატარა. რთული სათქმელია, თუ რატომ ვერ მოახერხეს ქართველებმა უპატრონოდ დარჩენილი ქალაქის აღების ორგანიზება. [[ივანე ჯავახიშვილი]] მიუთითებდა, რომ ბირთვისის ციხის აღების შემდეგ მეფემ შეიბრალა ამირა და კვლავ დაამტკიცა იგი თბილისის მმართველად, ვ.კოპალიანის მოსაზრებით კი ბაგრატი ლიპარიტისა და ივანეს მოწინააღმდეგე ფეოდალების ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რომელებიც ქალაქის აღებაში ბაღვაშის გაძლიერების საფრთხეს ხედავდნენ, ამიტომავ თბილისის შემოერთებაზე უარი თქვა. ასეა თუ ისე, თბილისის საამირო კვლავ დამოუკიდებელ ერთეულად რჩებოდა, თუმცა ჯაფარის გათავისუფლებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ კვლავ ლიპარიტის თაოსნობით ქართველებმა ისევ სცადეს თბილისის აღება. ისტორიკოსები თვლიან, რომ ლიპარიტმა დაარწმუნა მეფე თბილისის შემოერთების აუცილებლობაში და ხელმეორე გალაშქრებისაკენ მოუწოდა. თბილისში შესულმა ჯარმა გადაკეტა ყველანაირი გზა, რათა ქალაქი გარე სამყაროსაგან მოეწყვიტა. თბილისის გარშემო საალყო რკალი შეიკრა. მოსახლეობა საშინელმა შიმშილმა მოიცვა. [[თბილელი ბერები]] ქალაქის მეფისათვის გადაცემას აპირებდნენ, ამირა კი საერთოდ ჩუმად გაქცევაზე ფიქრობდა, თუმცა მოულოდნელად ორწლიანი ალყის შემდეგ ბაგრატმა ჯაფარს ზავი შესთავაზა, ქართულმა ჯარებმა კი თბილისი სასწრაფოდ დატოვეს. ეს საკითხიც ისტორიკოსთა დავის მიზეზად იქცა. ივანე ჯავახიშვილი <nowiki>[[იბნ ალ-ასირი|იბნ-ალ-ასირის]]</nowiki> შემონახულ ცნობაზე დაფუძვნებით მეფის ამ აჩქარებულ გადაწყვეტილებას სულჩუკთა სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლას უკავშირებს, მ.ლორთქიფანიძე კი თბილისის შემოერთების მცდელობის წარუმატებელობაში კვლავ ლიპარიტის მოწინააღმდეგე თავადებს ადანაშაულებს, თუმცა არც ის გამორიცხავს მეფეზე სელჩუკთა ლაშქრობების ზემოქმედებას.
 
===დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღება===